Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

ნახეთ რა გამოუგზავნეს კესარია აბრამიძეს მაიამიდან - ფოტო

© Photo: Kesaria Abramidze / FBკესარია აბრამიძე
კესარია აბრამიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში, მიუხედავად დიდი კრიტიკისა, ტრანსგენდერი ქალების მიმართ დიდ ყურადღებას იჩენენ. კესარია აბრამიძის ტელეეკრანებზე გამოჩენამ გაუგებრობა და აგრესია გამოიწვია. იყო პერიოდი, როდესაც ფოტომოდელი მედიას აღარ ეკონტაქტებოდა. ახლა ყველაფერი შეიცვალა

სილამაზის, ელეგანტურობისა და დახვეწილობის შენარჩუნება კესარია აბრამიძის უმთავრესი მიზანია. ცნობილ ქართველ ტელესახეს ვიზაჟის სკოლის დაარსება სურს. მაკიაჟის ხრიკებს პროფესიონალივით ეუფლება. მისი გარეგნობით აღტაცებულები რეალურ თუ ვირტუალურ სივრცეში კომპლიმენტებს არ იშურებენ. როგორც ჩანს, ერთმა თაყვანისმცმემელმა მისი განებივრება გადაწყვიტა და მაიამიდან საჩუქრები გამოუგზავნა. კესარია ფოტოს Instagram-ის „სთორიში“ აქვეყნებს.

მოგეხსენებათ, კესარია აბრამიძე ბარსელონაში გამართულ საერთაშორისო კონკურსში „მის ტრანს ვარსკვლავი 2018” მონაწილეობდა. როგორც ფოტომოდელი აღნიშნავს, ეროვნული სამოსის ტურზე ქართული ტრადიციული კაბა უნდა წარედგინა, მაგრამ საქართველოში სხვადასხვა მოდის სახლებში მისულს, კესარიას უარი განუცხადეს და ეროვნული სამოსი „მის ტრანს ვარსკვლავის“ კონკურსზე არ გაატანეს.

სოციალურ ქსელში აქტიური კესო თაყვანისმცემლებს ხშირად ანებივრებს. ფოტო-ვიდეოგადაღებების გარდა კესარია მათ კითხვებს ინტენსიურად პასუხობს. მას ხშირად პოპულარულ და სექსუალურ მსახიობს შორენა ბეგაშვილს ადარებენ, თუმცა კესარია ყოველთვის ამბობს, რომ დედას ჰგავს.

ყველა ახალი ამბავი
0