თბილისი, 7 დეკემბერი — Sputnik. თბილისში, დოლიძის ქუჩაზე ხანძარი იყო, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
გავრცელებული ინფორმაციით, საცხოვრებელ სახლში გაჩნდა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია. ადგილზე მობილიზებული იყო ექვსი სახანძრო-სამაშველო ბრიგადა.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.