https://sputnik-georgia.com/20191207/qobuleTis-akvatoriaSi-TevziT-datvirTuli-seineri-CaiZira-247208550.html
ქობულეთის აკვატორიაში თევზით დატვირთული სეინერი ჩაიძირა
ქობულეთის აკვატორიაში თევზით დატვირთული სეინერი ჩაიძირა
Sputnik საქართველო
სეინერი, რომელიც ფოთში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ პირებს ეკუთვნის, მოძველებული იყო და მის წინა კორპუსს პრობლემები ჰქონდა, რაც ჩაძირვის მიზეზი გახდა. 07.12.2019-ს, Sputnik საქართველო
2019-12-07T17:17+0400
2019-12-07T17:17+0400
2021-10-19T17:13+0400
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/i/logo/logo-social.png
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2019
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
შემთხვევები საქართველოში, ახალი ამბები, შემთხვევები, საქართველო
შემთხვევები საქართველოში, ახალი ამბები, შემთხვევები, საქართველო
ქობულეთის აკვატორიაში თევზით დატვირთული სეინერი ჩაიძირა
17:17 07.12.2019 (განახლებულია: 17:13 19.10.2021) სეინერი, რომელიც ფოთში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ პირებს ეკუთვნის, მოძველებული იყო და მის წინა კორპუსს პრობლემები ჰქონდა, რაც ჩაძირვის მიზეზი გახდა.
თბილისი, 7 დეკემბერი — Sputnik. შავ ზღვაში, ფოთიდან ქობულეთის მიმართულებით, სათევზაოდ გასული თევზსაჭერი ჩაიძირა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
შემთხვევა ქობულეთის აკვატორიაში მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, სეინერი მოძველებული იყო და მის წინა კორპუსს პრობლემები ჰქონდა, რაც ჩაძირვის მიზეზი გახდა. გემი ქაფშიით იყო დატვირთული. სეინერი ფოთში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ პირებს ეკუთვნის.
„ღამე იყო, რაღაცას დავეტაკეთ. აღმოჩნდა, რომ დიდი ხე იყო. დაზიანდა გემი და შემოვიდა წყალი. სეინერზე დაახლოებით 30 ტონა ტვირთი იყო. კაპიტანმა გამოიძახა სამაშველო ძალა და რვავე ეკიპაჟის წევრი უვნებლად გადარჩა“, – განაცხადა ეკიპაჟის წევრმა, ჯემალ გოდერიძემ.
მეზღვაურები მათთან ახლოს მდებარე მეორე თევზსაჭერი გემის ეკიპაჟმა გადაარჩინა.