პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარისა და საქართველოს ყოფილი პრემიერ–მინისტრის ბიძინა ივანიშვილის ოჯახში, პატარა დაიბადა, ბერა ივანიშვილსა და მის მეუღლეს, ნანუკა გუდავაძეს 29 ნოემბერს ვაჟი შეეძინათ. წყვილმა ახალშობილს ბერუკა დაარქვა. აღნიშნულმა ქართულ საზოგადოებაში საკმაოდ უცნაური კომენტარები გამოიწვია, რამაც საზოგადოების მეორე ნაწილი გააღიზიანა. როგორც ცნობილია, ბერამ და ნანუკამ შვილს მათი სახელების შერწყმის შედეგად დაარქვეს ბერუკა. ბერ (ბერა) + უკა (ნან–უკა).
ცოტა ხნის წინ ბერამ და ნანუკამ Instagram-ზე ახალშობილის უსაყვარლესი ფოტოები გამოაქვეყნეს. გავრცელებული ინფორმაციით, ნანუკა გუდავაძემ სახლში იმშობიარა და მშობიარობას ნდობით აღჭურვილი მეანი ესწრებოდა საჩხერის სამედიცინო ცენტრიდან. გუშინ კი მუსიკოსმა შვილთან ერთად გადაღებული ახალი ფოტო გამოაქვეყნა.
აღსანიშნავია, რომ ზაფხულში მუსიკოსი ბერა ივანიშვილი ნიგერიელი გოგონას ნათლია გახდა. როგორც ჩანს, მას ძალიან უყვარს ბავშვები და თავისი პატარას დაბადებას მოულოდნელად ელოდა.
წყვილის ნიშნობის შესახებ ინფორმაცია გასული წლის სექტემბერში გავრცელდა. პირველი, რაც ბერა ივანიშვილის მომავალ მეუღლეზე გახდა ცნობილია არის ის, რომ ის ყოფილი მოდელია და ბიძინა ივანიშვილის მეგობრის ქალიშვილია. მედიაში წერენ, რომ 14 წლის ასაკში ის დიზაინერ ბიჭოლას ბრენდის სახე გახდა. ამჟამად გოგონას მოდის ბლოგერს უწოდებენ.
ახალგაზრდების ჯვრისწერა გასული წლის 11 ნოემბერს სვეტიცხოველში გაიმართა. მცხეთელების თქმით, ასეთი საზეიმო ჯვრისწერა ბოლოს ბაგრატიონების შტამომავლების შეუღლებისას ნახეს. „ამიერიდან და სამუდამოდ", „ქმარი და ცოლი" - ასე დაასათაურეს თავიანთი პოსტები საოცარი ფოტოებით ახლად შეუღლებულებმა. ფოტოებზე ისინი „სამოსელი პირველის“ საქორწინო ტანსაცმელში არიან. ფოტოებზე აღმბეჭდილია ჯვრისწერის მთავარი და ბედნიერი მომენტები.