ნანული სარაჯიშვილი: ჩემს ახალგაზრდობაში ეს გოიმობად ითვლებოდა
„ფილმში, რომელიც რუსეთმა გადაიღო, თამაშობდა ყველა რჯულის მსახიობი: ჩეჩენი, სომეხი, რუსი, ოსი, ქართველებიდან მე და კახი ვართ. ჩვენ ცოლ-ქმარს ვთამაშობთ და ყველაზე მაგარი ისაა, რომ ჩემსა და კახის შორის დიდი ასაკობრივი სხვაობაა. კახიმ გადაღებაზე წამოიღო ფოტო, რომელსაც ჰქონდა ასეთი წარწერა: „სახსოვრად კახი ბიძიას პატარა ნანულისგან“. მაშინ ბავშვი ვიყავი. აჩვენა იქ ყველას, ნახეთ, რა ფოტო მაქვს და ახლა მის ქმარს ვთამაშობო. რა არის დრო...“ – ამბობს ნანული სარაჯიშვილი სატელევიზიო გადაცემაში.
მსახიობი ნანული სარაჯიშვილი გადაცემაში ჰყვება: „ახლა შვილიშვილის გამო ძალიან დაკავებული ვარ და ჩემდა სამარცხვინოდ თავის მოვლას ვერ ვახერხებ. ერთადერთი, რასაც ვაკეთებ, ისაა, რომ აუზზე და კუს ტბაზე დავდივარ“.