ლაშა დიაროვი: არ გავჩერდებით! დღეს სოფო კილაძეს მივადგებით ბიუროსთან

© photo: Lasha Diarovi / FBმოძრაობა „გაბედეს“ აქტივისტი ლაშა დიაროვი
მოძრაობა „გაბედეს“ აქტივისტი ლაშა დიაროვი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მოძრაობა „გაბედეს“ აქტივისტი ლაშა დიაროვი ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის სოფო კილაძის ბიუროსთან დაგეგმილ აქცია-პერფორმანსზე საუბრობს.
ლაშა დიაროვი: არ გავჩერდებით! დღეს სოფო კილაძეს მივადგებით ბიუროსთან
„თუ ივანიშვილს ჰგონია, რომ ცემით და შეურაცხყოფით გაგვაჩერებს, ძალიან შემცდარა. გაჩერებას არ ვაპირებთ! დღესაც გვაქვს აქცია. სოფო კილაძე, რომელიც არის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, რომელსაც ასეთ საკითხებზე რეაგირება ევალება, დუმს, ჩვენ ცემასა და დაჭერაზე ერთი სიტყვა არ დასცდენია. ამიტომ მივადგებით ბიუროში და გვექნება აქცია-პერფორმანსი“, – აღნიშნა ლაშა დიაროვმა.

აქტივისტის განმარტებით, მოძრაობა „გაბედე“ ზეწოლის გამო აქცია-პერფორმანსების შეწყვეტას არ აპირებს.

ყველა ახალი ამბავი
0