Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

დიკო ჯოჯუა შვილთან ემოციურ სურათს აქვეყნებს – ნახეთ როგორ გაიზარდა ჟურნალისტის ქალიშვილი

© Photo: Diko Jojua / FBდიანა ჯოჯუა
დიანა ჯოჯუა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ექსტრავაგანტული და არაორდინარული ტელეწამყვანის ცხოვრება ყოველთვის აქტუალურია. ჟურნალისტი „მთავარ არხზე“ გადავიდა და არხი პოპულარობით სარგებლობს. დიანა ჯოჯუამ შვილთან ერთად გადაღებული რამდენიმე ფოტო გამოაქვეყნა. ვის ჰგავს ტელესახის გოგონა?

ქართველი ტელეწამყვანების ეკრანის მიღმა ცხოვრება ნებისმიერ ადამიანს აინტერესებს. არც დიკო ჯოჯუაა გამონაკლისი. ექსტრავაგანტული, მუდამ ფორმაში მყოფი ჟურნალისტი ერთ-ერთი გამორჩეული წამყვანია ქართულ მედიასივრცეში. დიანა ჯოჯუა თანამედროვე ქართული სატელევიზიო ეთერის ერთ-ერთი დასამახსოვრებელი ჟურნალისტია. 2006 წლიდან 2019 წლამდე ტელეარხ Rustavi 2-ზე საინფორმაციო გამოშვება „კურიერის“ წამყვანი იყო. საზოგადოებას თავი დამახასიათებელი ხმის ტემბრითა და ამბის განსაკუთრებული გადმოცემის უნარით დაამახსოვრა. ყველას აინტერესებს დიკო ჯოჯუას პირადი ცხოვრება კამერებს მიღმა. მისი რჩეული ბიზნესმენი ნიკა რამიშვილია.

დიკო ჯოჯუას მიერ გამოქვეყნებულ ფოტოებს დიდი გამოხმაურება მოჰყვება ხოლმე. განსხვავებული გარეგნობით გამორჩეული ჟურნალისტი საზოგადოებაში დიდი პოპულარობით სარგებლობს. ტელეწამყვანის წყალობით მისი ოჯახიც მეტად ცნობილი გახდა. ბიზნესმენი ქმარი და ერთადერთი ქალიშვილი – დიკო ჯოჯუას პატარა ოჯახს ავსებს. წყვილს მეორე შვილი არ ჰყავს, ამიტომ მთელ ყურადღებას ტუნა რამიშვილს აქცევენ. ნანუკა ჟორჟოლიანი, დიკო ჯოჯუა, საბა კოდუა და ტუნა რამიშვილი ერთად ძალიან ხშირად მოგზაურობენ. ჟურნალისტი ქალბატონები შვილებს მაქსიმალურად ანებივრებენ და მხიარულ განწყობას სხვადასხვა ქვეყნის დაპყრობით უქმნიან.

დიანამ ბოლო დროს იმიჯი შეიცვალა, თმა შეიჭრა და წითლად შეიღება და უფრო ხშირად ანებივრებს სოციალური ქსელის მომხმარებლებს თამამი სურათებით. დიკო ჯო­ჯუას მეუღლე ნიკა რა­მიშ­ვილ­ი 2013 წელს „არ­ქი­მე­დეს გლო­ბალ ჯორ­ჯი­ა­ში“ გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის პოსტს იკა­ვებ­და, სა­დაც მისი წლი­უ­რი შე­მო­სა­ვა­ლი აღ­ნიშ­ნულ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე 224 847.00 ლარი იყო.

ყველა ახალი ამბავი
0