კახა კალაძე: შემიძლია წავიტრაბახო – თბილისს ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო ტრანსპორტი ეყოლება

© Sputnik / Alexander Imedashviliსამარშრუტო ტაქსი
სამარშრუტო ტაქსი - Sputnik საქართველო
გამოწერა
27 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ თბილისის მერია მიკროავტობუსების პარკის განახლებას გეგმავს. თბილისის მერმა კახა კალაძემ ვიცე-მერს ორი კვირის ვადა მისცა, რათა შესაბამის კომპანიასთან ერთად წარმოადგინოს კონკრეტული გეგმა.

თბილისი, 4 დეკემბერი — Sputnik. ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ თბილისში მიკროავტობუსებთან დაკავშირებული პრობლემა მოგვარდეს, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

27 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ თბილისის მერია მიკროავტობუსების პარკის განახლებას გეგმავს. თბილისის მერმა კახა კალაძემ ვიცე-მერს ირაკლი ხმალაძეს ორი კვირის ვადა მისცა, რათა შესაბამის კომპანიასთან ერთად წარმოადგინოს კონკრეტული გეგმა, რომ 2020 წლიდან მიკროავტობუსების ჩანაცვლება დაიწყოს. როგორც კალაძემ განაცხადა, ყვითელი მიკროავტობუსები ტექნიკურად გაუმართავია და დროულ ჩანაცვლებას საჭიროებს.

ყვითელი მიკროავტობუსი - Sputnik საქართველო
საჭიროა თუ არა სამარშრუტო ტაქსები თბილისში - კვლევის შედეგები და მერიის გეგმები

კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე საზოგადოებრივი ტრანსპორტის რეფორმასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ ისაუბრა და ხაზი გაუსვა მიკროავტობუსების ჩანაცვლების აუცილებლობას. კალაძის თქმით, მიკროავტობუსების დღევანდელი მდგომარეობა ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს.

„აუცილებლად უნდა მოხდეს მიკროავტობუსების ჩანაცვლება, რადგან მათი დღევანდელი მდგომარეობა ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. არის უმძიმეს მდგომარეობაში, სერიოზულ დისკომფორტს წარმოადგენს მგზავრებისთვის. პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ გამონაბოლქვის თვალსაზრისით სრული კატასტროფა გვაქვს. ვდგამთ კონკრეტულ ნაბიჯებს, რომ არსებული პრობლემები მოგვარდეს", – განაცხადა თბილისის მერმა.

2020 წლიდან თბილისში შეიძლება „მარშუტკით" მგზავრობა გაძვირდეს>>

კახა კალაძის თქმით, მისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტი იყოს ყველაზე მოწესრიგებული და ერთ-ერთი საუკეთესო.

„შემიძლია წავიტრაბახო – როდესაც დავამთავრებთ ამ პროექტის განხორციელებას, ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო საზოგადოებრივი ტრანსპორტი ეყოლება თბილისს. ეს იქნება ახალი, განახლებული ავტობუსები. პარალელურად მიკროავტობუსები აუცილებლად უნდა ჩანაცვლდეს. ტაქსის რეფორმა, რომელიც წარმატებით მიმდინარეობს... რეფორმა ჯერ არ დამთავრებულა და იქნება შემდეგი ეტაპები. ასევე მეტრო, რომელსაც ყველაზე მეტი მგზავრი გადაჰყავს დღეს, მოსაწესრიგებელია. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ სადგურები იყოს მოწესრიგებული, განახლებული და ადამიანებმა ნორმალურ, ცივილურ და თანამდროვე პირობებში შეძლონ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოხმარება" , – განაცხადა კახა კალაძემ.

კალაძემ დღეს კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ კომპანია, რომელიც ქალაქს მიკროავტობუსებით ემსახურება, უნდა დაავალდებულონ, რომ მან ავტოპარკი განაახლოს.

სამარშრუტო ტაქსი - Sputnik საქართველო
„ჩემი გეგმა მაქვს“: როგორ აპირებს თბილისის ვიცე-მერი სამარშრუტო ტაქსების პარკის განახლებას

„მე ვიცე-მერს დავავალე მიკროავტობუსებთან დაკავშირებით აქტიური კომუნიკაცია იმ კერძო კომპანიასთან, რომელსაც ლიცენზია აქვს მოგებული და დღეს ქალაქს ემსახურება, დავავალდებულოთ, რომ აუცილებლად შეიცვალოს და განახლდეს მიკროავტობუსები", – განაცხადა კახა კალაძემ.

ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ, თავის მხრივ, მერს მიაწოდა ინფორმაცია, რომ ინტენსიური კომუნიკაცია აქვთ მიკროავტობუსების მფლობელ კომპანიასთან. მან აღნიშნა, რომ დარჩენილ ერთკვირიან ვადას ეფექტურად გამოიყენებს, რათა მიკროავტობუსების ჩანაცვლების გეგმა წარმოადგინოს.

„თბილისის მიკროავტობუსი“: ავტოპარკი განახლდება, თუ შესაბამისი თანხები ტარიფში აისახება>>

კალაძის წინა განცხადებას კომპანია „თბილისის მიკროავტობუსის" გენერალური დირექტორი დავით ასანიძე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მზად არის 2020 წლიდან მიკროავტობუსების ჩანაცვლება დაიწყოს, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ ეს ტარიფში აისახება.

ყველა ახალი ამბავი
0