უკვე მესამე დღეა, ჯანდარის ტბაში მეთევზეებს უშედეგოდ ეძებენ

© Emergency Management Serviceდაკარგული მეთევზეების ძებნა ჯანდარის ტბაში
დაკარგული მეთევზეების ძებნა ჯანდარის ტბაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოსა და აზერბაიჯანის სამაშველო სამსახურები განაგრძობენ დაკარგულების ძებნას ყველა ხელმისაწვდომი რესურსის გამოყენებით.

თბილისი, 4 დეკემბერი — Sputnik. ორი დაკარგული მეთევზის საძიებო სამუშაოები მთელი ღამე უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა, მაგრამ – უშედეგოდ, ნათქვამია ქვეყნის შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში.

უგზო-უკვლოდ დაკარგული მეთევზეების ძებნა ორშაბათს, 2 დეკემბერს დაიწყო. ქართული საინფორმაციო საშუალებების ცნობით, თვითმხილველებმა დაინახეს, როგორ გავიდნენ მეთევზეები ნავით ტბაში. ქარის გაძლიერების შემდეგ მამაკაცები გაუჩინარდნენ და მას მერე ისინი არავის უნახავს.

ღამით ოპერაციაში 55 მაშველი მონაწილეობდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური სპეციალური ტექნიკის საშუალებით აწარმოებს ტბის ფსკერის წყალქვეშა მონიტორინგის სამუშაოებს. სამაშველო ტექნიკა თბილისიდან და ფოთიდან ჩაიტანეს. ოპერაციაში უკვე ჩართულია სითბური დრონი და ვერტმფრენი. მიუხედავად უამინდობისა, ძებნის სამუშაოები უწყვეტად მიმდინარეობს.

ორი მეთევზის ძებნა - Sputnik საქართველო
ჯანდარის ტბაზე დაკარგული მეთევზეების ძებნა უწყვეტ რეჟიმში გრძელდება

ამ დროისთვის მაშველებმა უკვე დაათვალიერეს ქართულ მხარეს არსებული ტბის ტერიტორიის 80%. ძებნას აწარმოებს ასევე აზერბაიჯანის სამაშველო სამსახური, რომელიც დაკარგულებს თავის ტერიტორიაზე ეძებს. მხარეები უკვე შეთანხმდნენ, რომ ქართველი მაშველები, ერთობლივი სამუშაოების ჩატარების მიზნით, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე გადავლენ.

ადგილზე იმყოფებიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი თემურ მღებრიშვილი, მისი მოადგილე ლევან ღირსიაშვილი.

ჯანდარის ტბა საქართველოსა და აზერბაიჯანის საზღვარზე მდებარეობს. მისი ზედაპირის ფართობი 10,6 კვადრატული კილომეტრია, საშუალო სიღრმე – 3,75 მეტრი, მაქსიმალური სიღრმე – 7,2 მეტრი.

ყველა ახალი ამბავი
0