კალაძეების ოჯახზე საუბარი და მათი ოჯახის წევრების განხილვა არასდროს წყდება. კახა კალაძე საზოგადოებამ აქტიურ პოლიტიკურ მოღვაწეობამდე გაიცნო. მათ ოჯახში დატრიალებული ტრაგედია ბევრი ადამიანი გააერთიანა. კახამ გარდაცვლილი ძმის სახელი უფროს ვაჟს დაარქვა. ბიჭუნას ლევანი ჰქვია და მოფერებით ბუბუს ეძახიან. საქართველოში არ დადის ადამიანი, რომელმაც ანუკი არეშიძის გარეგნობა, საქმიანობა, შვილების რაოდენობა და ჰობი არ იცის. დეტალურ ინფორმაციას დიზაინერი სოციალური ქსელის მეშვეობით ავრცელებს. ამ უკანასკნელმა, ოფიციალურ გვერდზე ახალგაზრდობის სურათები გამოაქვეყნა. მას ვარდისფერი თმები 2015 წელს ჰქონდა.
ქართველი წარმატებული დიზაინერი ნებისმიერი გემოვნების ქალბატონებისთვის დახვეწილ კაბებს, ფეხსაცმელს და ახლა უკვე აქსესუარებსაც ჰქმნის. ხელით შესრულებული სამოსი მილანსა და პარიზის მოდის სახლებში იგზავნება და იყიდება. ანუკის მუზა და მოტივატორი, როგორც თავად აღნიშნა, მისი ვაჟები არიან. საკუთარი ჩვენება, რომელიც ვაკის პარკში რამდენიმე თვის წინ გაიმართა, სწორედ მათთან ერთად დახურა.
ანუკი არეშიძეს დახვეწილი გარეგნობა, ჩაცმის სტილი და გაწონასწორებული საუბარი საზოგადოების აღფრთოვანებას იწვევს. მის ოფიციალურ გვერდზე წამყვანი ბრენდების დიზაინერები არიან ჩასაფრებული. მოდური ტაბლოიდები, მათ შორის უცხოური, ანუკიზე თვეში რამდენჯერმე წერენ და მის ფოტომასალებს გამოცემების ყდებზე ბეჭდავენ. აღსანიშნავია, რომ ანუკიმ საკუთარი ხელითა და ხედვით შექმნილი კაბები მსოფლიოს მოდის მოყვარულ ქალებს მოკლე დროში შეაყვარა.
მიუხედავად იმისა, რომ ცნობილ დიზაინერს ქერა თმა რამდენიმე წელია ამშვენებს, მას თმები ვარდისფრად ჰქონდა შეღებილი. ტენდენციებსა და მოდის დიზაინერების რჩევებს დაქვემდებარებული არეშიძე მუდამ განსხვავებულად გამოიყურება. მაგრამ, აშკარაა - ყოფილ მოდელს ქერა თმა სულ სხვა ელფერს ჰმატებს.