ოხანაშვილი: ძალიან მძიმეა, როდესაც ახალგაზრდები ერთმანეთს ამ ფორმით უპირისპირდებიან
„რა თქმა უნდა, ემოციურად ძალიან მძიმეა, როდესაც ახალგაზრდები ერთმანეთს ამ ფორმით უპირისპირდებიან. ეს არ არის მისაღები. ჩვენ მეტი პასუხისმგებლობა გვმართებს, მეტი სიფრთხილით მოვეკიდოთ ასეთ პროვოკაციულ ქმედებებს“, ამბობს ოხანაშვილი.
ოხანაშვილი „ქართული ოცნების“ აქტივისტებს მოუწოდებს, არ აყვნენ პროვოკაციას.