თბილისი, 4 დეკემბერი — Sputnik. მეტროს სადგურ „ვარკეთილში“ მცირე დაკვამლიანების გამო მგზავრების ევაკუაცია მოხდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
საზოგადოებივი ტრანსპორტის მოძრაობა დაახლოებით ერთი საათი იყო გაჩერებული.
დაკვამლიანების მიზეზი ტექნიკური გაუმართაობა გახდა, რომელიც თანამშრომლებმა უკვე აღმოფხვრეს.
ამ დროისთვის მეტროსადგურმა მუშაობა განაახლა და მატარებლები ჩვეულ რეჟიმში მოძრაობენ.