Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

ვახო სანაიას ახალი პარტნიორისგან ვაჟი შეეძინა - ბიჭუნას უახლესი ფოტო სამშობიაროდან

© Photo: Vakho Sanaia / FBვახო სანაია თამუნა ყურაშვილი
ვახო სანაია თამუნა ყურაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჟურნალისტ ვახო სანაიას მეოთხე შვილი მესამე ცოლისგან შეეძინა. ნახეთ ვისგან ეყოლა და რა დაარქვეს პატარა ბიჭუნას

წყვილის პირველი საერთო და საჯარო ფოტო „ტვ პირველის“ ჟურნალისტის და გენერალური დირექტორის ინგა გრიგოლიას ქალიშვილმა გამოაქვეყნა. ვახო სანაია ფეხმძიმე მეუღლესთან და საინფორმაციო გამოშვების სრულ შემადგენლობასთან ერთად საბერძნეთში იმყოფებოდა. ჟურნალისტის ყოფილი მეორე მეუღლე ნათია გაბუნიაა, რომლისგან მას ერთი ქალიშვილი - უნა ჰყავს, ხოლო პირველი ცოლისგან, ჟურნალისტ მარიკა ბაკურაძისგან  - ორი ქალიშვილი. ვახო სანაიამ მესამე მეუღლე სკანდალების და ხმაურიანი გარჩევების ფონზე შეირთო. მის ოჯახში და მეორე ცოლთან დაძაბული ურთიერთობა ცნობილმა სტომატოლოგმა - თამუნა ყურაშვილმა გამოიწვია. გაირკვა, რომ ვახოს მეორე ცოლმა ქმრის ახალი ურთიერთობის და სიყვარულის შესახებ არაფერი იცოდა. მას უცნობმა ადამიანმა სოციალურ ქსელში ვახოს და ჟურნალისტის ახლანდელი სტომატოლოგი შეყვარებულის საერთო ფოტო გაუგზავნა.

ნათია გაბუნიამ 23 ივლისს დაშორების შესახებ ვრცელი პოსტი დაწერა. „რაც შეეხება ფარულ ქორწილს „ჩექინის“ გარეშე – ეს იმდენად სასაცილო და, ამავე დროს, ტრაგიკული ამბავია, თავისთავად ცხადს ხდის ამბავს. რა თქმა უნდა, სამწუხაროა, 4-წლიანი ურთიერთობის შემდეგ ქმარი ქალთა სოლიდარობისთვის „ხმალამოღებულ მებრძოლთან” მალულად რომ იქორწინებს და ამას „ინბოქსში” ჩაგდებული ფოტოთი გაიგებ“, - დაწერა ვახო სანაიას მეორე ცოლმა. ამ პოსტში ნათია გაბუნიამ მისი ყოფილი ქმრის ახალი პარტნიორი არ დაასახელა. ნათიას ძალიან ბევრი ცნობილი ჟურნალისტი და ტელეწამყვანი ამხნევებდა. მიუხედავად ამისა, საზოგადოებაში ჭორები მალე გავრცელდა და სანდო ადამიანები ცნობილი ჟურნალისტის ახალ რჩეულად სტომატოლოგ თამარ ყურაშვილს ასახელებდნენ. სოციალურ ქსელზე დაყრდნობით, თამარ ყურაშვილი ჟურნალისტ ეკა კვესიტაძის, ინგა გრიგოლიას, ნინია კაკაბაძის, მსახიობ ანა ჩირაძის („ჩიკას“), ასევე სხვა ცნობილების ძალიან ახლო მეგობარია.

ვახო სანაიას და მის რჩეულს თამუნა ყურაშვილს პირველი საერთო შვილი გუშინ, 2 დეკემბერს შეეძინათ. პატარას სანი დაარქვეს. ინფორმაციას ამის შესახებ ჟურნალისტი და ტელეწამყვანი სოციალურ ქსელში აქვეყნებს. წყვილი უამრავ მილოცვას იღებს.

ქართულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, სანაიას მეუღლე, სტომატოლოგი თამარ ყურაშვილი არასამთავრობო ორგანიზაცია „სიდას” ყოფილ აღმასრულებელ დირექტორს, ზვიად დევდარიანს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებდა.

ყველა ახალი ამბავი
0