Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

შორენა ბეგაშვილის ქალიშვილი სუპერ-ვარსკვლავს ჰგავს - ახალი ფოტოებით სოც-ქსელი აფეთქდა

© Facebook / Shorena Begashviliშორენა ბეგაშვილი
შორენა ბეგაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სექს-სიმბოლოს სტუდენტ ქალიშვილს ვეღარ იცნობთ. ევა ბარბაქაძე რადიკალურად შეიცვალა და გულწრფელ გაოცებას იწვევს. უახლესი ფოტო-ვიდეოები გულგრილს არ დაგტოვებთ

საქართველოში ამ ცნობილ და სკანდალურ ოჯახს ყველა იცნობს. ქვეყნის მოსახლეობის ნახევარმა კი, შორენა ბეგაშვილის ცხოვრების თითოეული დეტალი, სოციალური ქსელისა თუ ტელეეკრანების მეშვეობით კარგად იცის. მსახიობის პირადი ცხოვრება მუდამ განხილვის საგანი, მისი ქალიშვილი კი უდიდეს ყურადღებას იპყრობს. ფაქტია, ევა დღითი დღე მეტად მშვენიერი და შეუდარებელი ხდება. თაყვანისმცემლები ამბობენ, რომ ეშხითა და მომხიბლავი გარეგნობით, სექსუალური დედაც კი დაჩრდილა. უახლესი ფოტოები სოციალური ქსელის აფეთქების მიზეზი გახდა.

ევა ბარბაქაძე შორენა ბეგაშვილის პირველი სოყვარულის ნაყოფია. მსახიობი თინეიჯერობის პერიოდში გათხოვდა და ამას ძალიან ნანობს. ამიტომ, ევას სულ სხვაგვარად ზრდის და გოგონას დედისგან განსხვავებული ინტერესები ამოძრავებს. შორენა ბეგაშვილი გადატანილმა სირთულეებმა უფრო და უფრო გაახლიერა, ევა ბარბაქაძე კი, ძლიერი დედის მაგალითზე წარმატებას სხვა ხერხებით აღწევს. წელს გოგონა სტუდენტი გახდა. შორენას თაყვანისმცემლები ევას თაყვანისმცემლებად ჯერ კიდევ მაშინ გადაიქცნენ, როდესაც წლების წინ, პატარა გოგონა დედის ეროტიულ გადაღებებს ესწრებოდა. გარდატეხის ასაკიდან მოყოლებული შორენას ერთად ერთი ქალიშვილი ფოტოსესიებს დამოუკიდებლად ესწრებოდა და რამდენიმე მსხვილი კომპანიისა და კლინიკის სახე გახდა. მათ შორის იყო კლინიკა, რომელმაც ევა სიცოცხლე დაუბრუნა.

ევას თანამედროვე და მიმზიდველ მაკიაჟს ბევრი გამოხმაურება მოჰყვა. არც არის გასაკვირი - გოგონა, საკუთარი სილამაზით უამრავ ადამიანს ლაპარაკის უნარს უკარგავს. როგორც ჩანს, ცნობილი დედის ქალიშვილს ექსპერიმენტები ძალიან ხიბლავს. ცოტა ხნის წინ, შორენამ ახალი სურათი გამოაქვეყნა, რომელზეც ევას ულამაზესი ცხვირის პირსინგი უჩანს. ახლა კი, გამომწვევმა მაკიაჟმა მისი სილამაზე უფრო გამოკვეთა და ვიდეო რამდენიმე საათში 8 ათასზე მეტი მოწონება აქვს. ევა სრული სახელი ევანგელინაა. ერთი თვის წინ სექს-სიმბოლოს ქალიშვილს 18 წელი შეუსრულდა. პირველი კურსის სტუდენტი მალე პროფესიონალი ფსიქოლოგი გახდება.

ყველა ახალი ამბავი
0