Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„ჯეოსტარის“ მონაწილე ნინი წიკლაური ამერიკაში მეორე ბავშვს ელოდება - ფოტოები

© Photo: Nini Tsiklauri / FBნინი წიკლაური
ნინი წიკლაური - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნინი რამდენიმე წლის წინ ამერიკაში გადავიდა საცხოვრებლად, რათა კარიერული წარმატებისთვის მიეღწია, თუმცა, ამის პარალელურად, მომღერალმა არც პირადი ცხოვრება დატოვა უყურადღებოდ და გულისსწორიც მალევე იპოვა

ნინი წიკლაური საზოგადოებას არაერთი მუსიკალური პროექტიდან ახსოვს. რამდენიმე წლის წინ მომღერალი ნინი წიკლაური მეუღლესთან თემო ტუღუშთან ერთად ამერიკაში საცხოვრებლად წავიდა და შვილიც იქ გააჩინა. ნინის თავის დამკვიდრება ამერიკაშიც არ გაუჭირდა, სცენა და სიმღერა არ მიუტოვებია, მეტიც, პედაგოგიურ საქმიანობასაც ეწევა და თან უკვე მეორე შვილის მოლოდინშიცაა.

პირველი შვილი საბა ნიუ-იორკში დაიბადა. როგორც ნინი ინტერვიუებში იხსენებს, ძალიან რთული იყო პირველი პერიოდი, ძნელია დატოვო ყველა, ყველაფერი, რაც გიკეთებია, წახვიდე სხვა ქვეყანაში და ხელახლა დაიწყო ცხოვრება, საკუთარი თავის დამკვიდრება. რასაკვირველია, იყო სტრესები, ნერვიულობა.

„სადაც არ უნდა წავიდე, რა ტიპის კონცერტზეც უნდა მიმიწვიონ, გამოსვლას ყოველთვის ვიწყებ ქართული სიმღერით. განსაკუთრებულ მოწონებას იმსახურებს გია ყანჩელის შედევრები. როდესაც მის კომპოზიციებს ვასრულებ, კომპლიმენტის გარეშე არც ერთი ამერიკელი არ მტოვებს. ყველა მნიშვნელოვან შეხვედრაზე ვმღერი ჰიმნს“, - ამბობს ნინი.

თებერვალში ნინი მეორე ბიჭის დედა გახდება. ამბობს, რომ პირველი შვილის გაზრდა რთული იყო, თუმცა არა შეუძლებელი. „თებერვლის ხუთია ჩანიშნული, იანვრის ბოლოდან უკევ მოლოდში ვიქნები. ჯერ არ ვიცით, რას დავარქმევთ. საბას შემთხვევაში წინასწარ ვიცოდით, რომ ბავშვს საბას დავარქმევდით, ახლა კი ვიცით, რომ საბას ძმას ველოდებით“, - ამბობს ნინი.

ყველა ახალი ამბავი
0