დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 3 დეკემბერი

გამოწერა
გთავაზობთ დღის ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის, რომელიც დაგეხმარებათ, სწორად დაგეგმოთ დღე და მიიღოთ საჭირო გადაწყვეტილებები

ეს ასტროლოგიური პროგნოზი ითვალისწინებს მთვარის ფაზებს, ციური სხეულების განლაგებას ზოდიაქოს ნიშნების მიმართ და ამ ნიშნებზე ზეგავლენას. ყოველდღიური ჰოროსკოპი დაგეხმარებათ სხვადასხვა ცხოვრებისეულ ვითარებაში სწორი პოზიციის შერჩევასა და სათანადო გადაწყვეტილების მიღებაში.

ვერძი

რთული დღეა. ყველაფერს იოლად და სწრაფად ვერ მიაღწევთ, საჭიროა სიმტკიცე და შეუპოვრობა. შესაძლებელია გაუგებრობები და უსიამოვნო შემთხვევები. ხანდახან ამის მიზეზი თქვენი სიჯიუტეა. არ გსურთ მცირეოდენ დათმობაზე წასვლაც კი. სიფრთხილეა საჭირო ფინანსურ საკითხებში, რადგან დანაკარგებია მოსალოდნელი. კარგად დაფიქრდით, სანამ რამე გარიგებას დადებთ ახალ პარტნიორებთან.

შემოდგომა - Sputnik საქართველო
კვირის ასტროპროგნოზი: რას გვიმზადებენ ვარსკვლავები 2–8 დეკემბრის პერიოდში

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: საშუალო

კურო

არცთუ კარგი დღეა ახალი წამოწყებებისთვის. საქმეები ხშირად ყოვნდება, შესაძლოა, დაგაღალოტონ მათ, ვისაც სანდო მოკავშირედ თვლიდით. გარშემომყოფებს უამრავი პრეტენზია უჩნდება თქვენ მიმართ. ეცადეთ, ცივი გონება შეინარჩუნოთ - დღეს ბევრია დამოკიდებული იმაზე, შეძლებთ თუ არა ემოციების გაკონტროლებას. არასახარბიელო დღეა საყიდლებისა და გარიგებებისთვის. წარმატებებია მოსალოდნელი იქ, სადაც შემოქმედებითი დამოკიდებულებაა საჭირო.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: საშუალოზე მაღალი

ტყუპი

მშვიდი და ხელსაყრელი დღეა. ბევრი რამ ეწყობა იღბლიანად. ინტუიცია გიკარნახებთ, რას უნდა მოკიდოთ ხელი და რას - არა. ზოგიერთმა თქვენგანმა, შესაძლოა, ძველი გეგმის "გაცოცხლება" გადაწყვიტოს. წარმატებების მისაღწევად ძალისხმევა დაგჭირდებათ. დღის მეორე ნახევარი სასიამოვნო შეხვედრებით გაგახარებთ. შესაძლებელია რომანტიკული ურთიერთობების დაწყება.

მთვარე - Sputnik საქართველო
როგორ დავგეგმოთ დეკემბრის პირველი დეკადა მთვარის კალენდრის მიხედვით

ფიზიკური მაჩვენებლები: დაბალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

კირჩხიბი

სჯობს, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები არ მიიღოთ, ასევე, არ შეუდგეთ განსაკუთრებულ საქმეებს. სჯობს, დაისვენოთ და ძალები აღიდგინოთ, გააკეთოთ ისეთი რამ, რაც ძალიან არ დაგღლით. თუ ახალ რამეს შეეჭიდებით, მზად იყავით, რომ პირველ ეტაპზე საქმე დაყოვნდება. სავარაუდოდ, არ გაგიმართლებთ დიდი ნივთების შეძენაში, სამაგიეროდ, წვრილმანების შეძენა წარმატებით დასრულდება. დღეს არაფერში იჩქაროთ. წარმატება მოვა, მაგრამ ამისთვის ცოტა დრო გჭირდებათ.

ფიზიკური მაჩვენებლები: საშუალოზე მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: დაბალი

ემოციური მაჩვენებლები: მღალი

ლომი

ეს ის დღეა, როდესაც ძალიან გამოგადგებათ რჩევები. ხანდახან ამ რჩევებს ისეთი ადამიანები გაძლევენ, რომლებსაც, ჩვეულებრივ, არ ენდობით, მაგრამ ახლა ამ რეკომენდაციებს ყური უნდა უგდოთ. საკუთარი გადაწყვეტილებები ყოველთვის სწორი არ არის. ხანდახან სასურველ რეალობაც აღიქვამთ. არასასურველია გარიგებების დადება, დიდი შენაძენი, ვინმესთვის ფულთან დაკავშირებით პირობის მიცემა. სამაგიეროდ, შეგიძლიათ ინიციატივის გამოჩენა პირად ურთიერთობებში.

თბილისი - Sputnik საქართველო
რა გველოდება 2019 წლის დეკემბერში - თვის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

ქალწული

სერიოზული პრობლემები მოსალოდნელი არ არის, მაგრამ მაინც იქნება უსიამოვნებები, რომლებიც ცუდ შთაბეჭდილებას დატოვებს. ბევრი რამ გეგმის მიხედვით არ წავა, საქმეებს იმაზე მეტი დრო მიაქვს, ვიდრე ელოდებოდით, გიწევთ ზოგიერთი საქმის გადადება. შესაძლოა, შეხვედრებმა იმედები გაგიცრუოთ. სჯობს, შუადღემდე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები არ მიიღოთ, არავის გაუზიაროთ საკუთარი იდეები და გეგმები. მოგვიანებით სხვადასხვა თემაზე საუბრისთვის ბევრად ხელსაყრელი დრო დადგება.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

სასწორი

მრავალფეროვანი, ნაყოფიერი დღეა. გამოიჩინეთ შეუპოვრობა: გაქვთ შანსი, რომ მიაღწიოთ იმას, რაც ცოტა ხნის წინ სრულიად წარმოუდგენლად გეჩვენებოდათ. ბევრი თქვენგანი მიაღწევს წარმატებებს სწავლაში. დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია სასიამოვნო შეხვედრები. კარგი დროა მნიშვნელოვანი საუბრებისთვის როგორც პირად, ისე საქმიან სფეროში. ყველასთვის მოსაწონ გადაწყვეტილებებს ხანმოკლე პერიოდში მიიღებთ.

დედა და შვილი - Sputnik საქართველო
როგორი დედამთილები არიან ზოდიაქოს ნიშნები

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: საშუალო

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

მორიელი

დღე საკმაოდ წარუმატებლად დაიწყება, რაც, ძირითადად თქვენი ბრალი იქნება. ნაჩქარევი გადაწყვეტილებები პრობლემებს მოიტანს, ხოლო დაუფიქრებელი სიტყვები - კამათსა და ჩხუბს. განსაკუთრებით გაუჭირდებათ ახალგაზრდა მორიელებს, რომლებსაც არ სურთ რჩევების მიღება და შესაძლოა, სერიოზული შეცდომა დაუშვან. ნაშუადღევს პოზიტიური ტენდენციების გავლენა გაძლიერდება, საღამოს კი უკვე სერიოზული წარმატებების მიღწევა იქნება შესაძლებელი.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

მშვილდოსანი

დღის დასაწყისი ძალზე ნაყოფიერად ჩაივლის. სულ რამდენიმე საათში უამრავ საქმეს მოასწრებთ. გექნებათ ძველი შეცდომების გამოსწორების შესაძლებლობა. ზოგიერთი თქვენგანი საკუთარ უნარებსა და ცოდნას სრულიად მოულოდნელ გამოყენებას მოუძებნის. შესაძლებელია თანამშრომლობის დაწყება, რომელიც თქვენ წინაშე ახალ ჰორიზონტებს გახსნის. დღის მეორე ნახევარში გართულდება ყურადღების კონცენტრირება. შესაძლოა, დასვენების საჭიროება იგრძნოთ. არასასურველია საყიდლებზე წასვლა. შესაძლოა, მცირე ყოფითი პრობლემები შეგექმნათ.

ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო
ზოდიაქოს ყველაზე კონფლიქტური ნიშნები – ტოპ-ხუთეული

ფიზიკური მაჩვენებლები: დღის განმავლობაში შემცირდება

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

თხის რქა

დღის დასაწყისში ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. შესაძლებელია შეცდომები გათვლებში. ზოგიერთმა თავისი საქციელი, შესაძლოა, მალევე ინანოს. მოსალოდნელია ფინანსური დანაკარგები. არასასურველია ვალის აღება ან სესხის გაცემა. თანდათანობით გაძლიერდება პოზიტიური ტენდენციების გავლენა და თავს მეტად მყარად იგრძნობთ. გაჩნდება კარგი იდეები. იჩქარეთ მათი რეალიზება.

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

მერწყული

არ იჩქაროთ, ნებისმიერი გადაწყვეტილება კარგად უნდა იყოს მოფიქრებული. ხანდახან გიჭირთ საკუთარი საქციელის შესაძლო შედეგების გათვლა. რჩევა ჰკითხეთ თქვენთვის სანდო ადამიანებს. ზოგიერთი გააცნობიერებს. როგორ უნდა გადაჭრას პირადი პრობლემები და მნიშვნელოვან დადებით ცვლილებებს მიაღწიოს ურთიერთობებში. შეიძლება წვრილმანი ნივთების ყიდვა, თუმცა, ძვირადღირებული ნივთების შესაძენად არასახარბიელო დღეა. არასასურველია სესხის გაცემა.

ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო
ზოდიაქოს ყველაზე ოხუნჯი ნიშნები - ტოპ-ოთხეული

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: საშუალო

ემოციური მაჩვენებლები: დაბალი

თევზები

ნებისმიერი სერიოზული საკითხი დღის პირველ ნახევარში უნდა განიხილოთ. ამ პერიოდში კარგად გესმით გარშემომყოფების, შესაძლებელია, რომ ზუსტად მიხვდეთ მათ ზრახვებს, ჩანაფიქრს. ამასთან, ადვილია მათი დაინტერესება საკუთარი იდეებით. შესაძლებელია ურთიერთობები ძველ ნაცნობებთან. მოსალოდნელია სასიამოვნო სიურპრიზები და კარგი სიახლეები. წარმატებებს ხშირად იღბლიანი დამთხვევებისა და მათი შესაბამისად გამოყენების უნარით აღწევთ.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: დღის განმავლობაში შემცირდება

ყველა ახალი ამბავი
0