გიორგი ვაშაძე: „გერმანულ მოდელზე“ დაყრდნობით, შევიმუშავეთ ქართული მოდიფიკაცია
„გერმანულ მოდელზე“ დაყრდნობით, შევიმუშავეთ ქართული მოდიფიკაცია საარჩევნო სისტემის, რომელიც ჩვენი აზრით და არამარტო ჩვენი აზრით, კონსტიტუციონალისტების აზრითაც, სრულად შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას და სრულად შეესაბამება საქართველოს დღევანდელ დღეს, პროპორციული არჩევნების მისწრაფებებს და მეორე მხრივ, შენარჩუნებულია მაჟორიტარული სისტემა ისე, როგორც მოთხოვნილია კონსტიტუციაში“ - აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.
ვაშაძის განმარტებით, იმისთვის, რომ შემუშავებული მოდიფიკაცია ეუთო/ოდირს გადაეგზავნოს, ოპოზიცია მიმართავს სახალხო დამცველს და მას პარლამენტში დაარეგისტრირებს.