Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

ნანუკა გუდავაძეს ულამაზესი და ჰყავს – მათი მსგავსება გაგაოცებთ – ფოტოები

© photo: nanukagudavadze / Instagramბერა ივანიშვილი ნანუკა გუდავაძე
ბერა ივანიშვილი ნანუკა გუდავაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნანუკა გუდავაძე ყოფილი მოდელი და ამჟამად ბლოგერია. ბიძინა ივანიშვილის მეგობრის ქალიშვილს ორი და ჰყავს.

ორი დღის წინ საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ წყვილს – ნანუკა გუდავაძესა და ბერა ივანიშვილს ბიჭუნა, პატარა ბერუკა შეეძინათ. ბერამ მალევე გამოაქვეყნა ახალდაბადებულის ფოტო. წყვილის სიყვარულის შესახებ ცნობილი გასულ წელს გახდა და მაშინვე აგორდა უამრავი ჭორ-მართალი. თუმცა, ბერას სოციალურ ქსელში ამ გოგონასთან ერთად გადაღებული ფოტოს გამოქვეყნებამ დაადასტურა, რომ სულ მალე კიდევ ერთი ოჯახი შეიქმნებოდა და ბიძინა ივანიშვილი მამამთილის ამპლუას მოირგებდა.

პირველი, რაც ბერა ივანიშვილის მომავალ მეუღლეზე გახდა ცნობილი, არის ის, რომ ის ყოფილი მოდელია და ბიძინა ივანიშვილის მეგობრის ქალიშვილია. ნანუკას ოჯახზე ბევრი არაფერია ცნობილი. სოციალურ ქსელში იძებნება მისი დები – ანი და მარიამ გუდავაძეები. მარიამი ნანუკაზე და ანიზე ბევრად უმცროსია. რაც შეეხება ანის, ფოტოებიდან ირკვევა, რომ დაქორწინებულია. ირკვევა, რომ ბერას და ნანუკას ქორწილში ანი ორსულად იყო და ახლა პატარა ბიჭუნას დედაა. დების მსგავსება გაოცებას იწვევს.

მედიაში წერენ, რომ ნანუკა გუდავაძე 14 წლის ასაკში დიზაინერ ბიჭოლას ბრენდის სახე გახდა. ამჟამად გოგონას მოდის ბლოგერს უწოდებენ. მისი Instagram-ის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, მას უყვარს კამერის წინ პოზირება, ბოსტნეულის სალათები, ყავა და პატარა ჩანთები გრძელი სახელურით. მის ფოტოებზე ქართველ მოდელებს ნახავთ, მათ შორის ანა შელიას, ხოლო მასზე კომენტარებს აკეთებენ პოპულარული დიზაინერები, ანუკი არეშიძის ჩათვლით.

ნანუკა გუდავაძეზე წერენ, რომ ის საქართველოს მორაგბეთა ნაკრების კაპიტნის მერაბ შარიქაძის ყოფილი შეყვარებულია. ბერასა და ნანუკას ჯვრისწერა გასული წლის 11 ნოემბერს სვეტიცხოველში გაიმართა. მცხეთელების თქმით, ასეთი საზეიმო ჯვრისწერა ბოლოს ბაგრატიონების შთამომავლების შეუღლებისას ნახეს. „ამიერიდან და სამუდამოდ", „ქმარი და ცოლი" – ასე დაასათაურეს თავიანთი პოსტები საოცარი ფოტოებით ახლად შეუღლებულებმა.

ფოტოებზე ისინი „სამოსელი პირველის“ საქორწინო ტანსაცმელში არიან. ფოტოებზე აღბეჭდილია ჯვრისწერის მთავარი და ბედნიერი მომენტები. სოციალური ქსელების მომხმარებლები წერენ, რომ „ეს საოცრებაა", „ნამდვილი ზღაპარია" და ახლად დაქორწინებულებს დიდ ბედნიერებასა და სიყვარულს უსურვებენ.

ბერას ქორწილი უსაფრთხოების გაძლიერებული ზომების დაცვით გაიმართა. ჯვრისწერას ესწრებოდნენ ხელისუფლების წარმომადგენლები და მაღალჩინოსნები, მათ შორის, თბილისის მერი კახა კალაძე და ექს-პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი. წყვილმა ქორწილი მრავალრიცხოვანი სტუმრების თანდასწრებით კოჯორთან ახლოს, ფეშენებელურ დასასვენებელ კომპლექსში გადაიხადა. მასმედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მხოლოდ დღესასწაულის ცოცხალი ყვავილებით გაფორმებაზე ნახევარი მილიონი ლარი დაიხარჯა.

ბერა მრავალი სიმღერის ავტორი და შემსრულებელია. ის კონცერტებს არ მართავს, მაგრამ თავის შემოქმედებას ინტერნეტის მეშვეობით წარმოადგენს. მის ვიდეოებს მილიონობით ნახვა აქვს. მუსიკოსმა 2010 წელს დააარსა თავისი ხმის ჩამწერი სტუდია Dream.

ყველა ახალი ამბავი
0