კობახიძე: „ქართული ოცნება" დედის როლში იყო

გამოწერა
საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე 20 ივნისს თბილისში, პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებზე საუბრობს.
კობახიძე: „ქართული ოცნება" დედის როლში იყო
„ჩვენ ყოველთვის მაქსიმალურად ვუფრთხილდებოდით ქვეყნის ინტერესებს და ყველაფერს ვაკეთებდით იმისთვის, რომ ასეთი 200-კაციანი აქციებიც არ ყოფილიყო თბილისში. ივნისის ბოლოს ოპოზიცია იჭრებოდა პარლამენტის შენობაში, ხელისუფლების გადატრიალების აშკარა მცდელობა იყო. ხელისუფლება კი გამოვიდა და პროპორციული სისტემა შევთავაზეთ. ეს არის „კავკასიური ცარცის წრე“ – ბიბლიური სცენა, როდესაც ბავშვს იყოფენ ერთმანეთში დედა და თვითმარქვია დედა. ამ შემთხვევაში "ქართული ოცნება" დადგა სწორედ დედის როლში“, – ამბობს კობახიძე.

კობახიძის თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ ყველაფერი გააკეთა, რომ მინიმალურადაც არ სტკენოდა ბავშვს (ქვეყანას) და ამაზე პასუხი იყო ის, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები აქციაზე სამი თვის განმავლობაში დარჩნენ და სამი თვის განმავლობაში ხელს სტკენდნენ  ბავშვს.

 

ყველა ახალი ამბავი
0