Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„რა რეაქცია ჰქონდათ ნოეს შვილებს შენს ორსულობაზე?“ – ნახეთ რას პასუხობს ჯანეტი სოცქსელში

© Photo: Janet Kerdikoshvili / FBჯანეტ ქერდიყოშვილი
ჯანეტ ქერდიყოშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
დაოჯახების შემდეგ ნოე სულაბერიძე შვილებთან გადაღებულ ფოტოებს იშვიათად აქვეყნებს. ამის გამო თაყვანისმცემლები ფიქრობენ, რომ ცოლის გამო მათ დროს აღარ უთმობს.

ცნობილი პროდიუსერი ნოე სულაბერიძე სოციალურ ქსელში დიდად აქტუალურია. პოპულარულმა და ნიჭიერმა პროდიუსერმა რამდენიმე თვის წინ ყველასთვის მოულოდნელად მესამე ცოლი მოიყვანა. მისი რჩეული სკანდალური განცხადებებით გამოირჩეოდა. ამჟამად მოდელი ჯანეტ ქერდიყოშვილი ნოე სულაბერიძისგან პირველ შვილს ელოდება, ხოლო ნოესთვის ეს მესამე შვილი იქნება.

ამ ახალ წყვილზე თბილისში ყველა საუბრობს. ნოე სულაბერიძის მორიგი დაოჯახება მეგობრებისთვის დიდი სიურპრიზი აღმოჩნდა. ახალდაქორწინებულების ურთიერთობა ძალიან სწრაფად განვითარდა და ახლა პატარა ანგელოზის მოლოდინში არიან. საქმიანი და გადატვირთული გრაფიკის მიუხედავად ნოე და ჯანეტი დროს ერთად ხშირად ატარებენ. გარდა ამისა, ჯანეტი „პრაიმ შოუს“ გადაღებებს აქტიურად ესწრება. მიუხედავად იმისა, რომ ნოეს მექალთანე მამაკაცად მიიჩნევენ და მისი ყოფილი ოჯახები არც ისე მყარი გამოდგა, ჯანეტთან ურთიერთობამ ნოე შეცვალა. სოციალურ ქსელში დასმულ კითხვებს პროდიუსერი დიდი სიყვარულითა და გულის ამაჩუყებელი სიტყვებით პასუხობს, განსაკუთრებით კი ჯანეტის ფეხმძიმობაზე.

ჯანეტს წამოზრდილი მუცელი და ორსულობა ძალიან უხდება. ნოეს თქმით, ამ მდგომარეობაშიც უსაყვარლესია. ამის შესახებ მან საკუთარ Instagram-ზე დაწერა. ბევრი თაყვანისმცემელი მათ გარეგნულ მსგავსებას ამჩნევს და აღნიშნავენ, რომ ნოე და ჯანეტი და-ძმას უფრო ჰგვანან, ვიდრე ცოლ-ქმარს.

ცოტა ხნის წინ ჯანეტმა Instagram-ის „სთორიში“ ხელმომწერების კითხვებს უპასუხა. სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებელი დაინტერესდა, როგორ შეხვდნენ ნოეს შვილები მის ფეხმძიმობას. მოდელმა უპასუხა, რომ მათ ძალიან გაუხარდათ. ნოეს პირველი ვაჟი ალექსანდრე რუსკა მელაძისგან ჰყავს, რომელიც შვედეთში ცხოვრობს და მოღვაწეობს, ხოლო გოგონა ლიზი – „რუსთავი 2"-ის ჟურნალისტ ეკა სამხარაძისგან. ბავშვები ძალიან ჰგვანან ერთმანეთს და ღვიძლი და-ძმასავით ურთიერთობა აქვთ, ამიტომ ვერავის შეაქვს ეჭვი, რომ სხვადასხვა დედა ჰყავთ.

ყველა ახალი ამბავი
0