ჰოლივუდი საქართველოს კინომეკობრეობის გამო სანქციებით ემუქრება

© Sputnik / Alexander Imedashviliფილმი კომპიუტერის ეკრანზე
ფილმი კომპიუტერის ეკრანზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით და პრობლემის გადასაჭრელად საქართველოში შეიქმნა ასოციაცია „ინტერნეტ-მეკობრეების წინააღმდეგ".

თბილისი, 2 დეკემბერი — Sputnik. წამყვანმა ამერიკულმა კინოსტუდიებმა Disney, Netflix, Paramount Pictures, Sony Pictures, Universal City Studio და Warner Bros აღშფოთება გამოთქვეს საქართველოს ვებ-გვერდებზე კინოპროდუქციის უკანონო განთავსების გამო, იუწყება ქვეყნის კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი.

ამასთან დაკავშირებით გავლენიან ჰოლივუდურ კინოსტუდიებს საქართველოსთვის გარკვეული სანქციების დაწესება შეუძლიათ.

გოგონა უყურებს კომპიუტერზე ფილმს „მარტო სახლში“ - Sputnik საქართველო
„სილქნეტი“ ინტერნეტში არალიცენზირებული ფილმების გავრცელების წინააღმდეგია

„წამყვანი ამერიკული კინოსტუდიები საქართველოს ერთგვარ გაფრთხილებას უგზავნიან. წერილში, რომელიც 4 ნოემბერს საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრს გამოეგზავნა, წერია, რომ ქართული ვებ-გვერდები წლების განმავლობაში უკანონოდ მოიპოვებენ და სხვადასხვა ფილმებს ასაჯაროებენ, რაც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს", – ნათქვამია კინოცენტრის განცხადებაში.

წერილის მთავარი ადრესატი ორი ქართული ინტერნეტ-გვერდია – Adjarabet და iMovies.

კინომეკობრეობის პრობლემის გადასაჭრელად საქართველოში შეიქმნა ასოციაცია „ინტერნეტ-მეკობრეების წინააღმდეგ". მისი წევრები ქართულ ვებ-გვერდებზე კინოპროდუქციის კანონიერ განთავსებასთან დაკავშირებით სოციალური კამპანიის დაწყებას აპირებენ.

ამას გარდა, ამჟამად მზადდება სპეციალური ვიდეოკლიპი, რომელიც არალეგალური ფილმების ჩვენების გამო ქვეყნის ეკონომიკისთვის ზიანის შესახებ მოგვითხრობს.

ყველა ახალი ამბავი
0