დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 2 დეკემბერი

© photo: Akhali Mziuri / FBთბილისი, პარკი „მზიური"
თბილისი, პარკი „მზიური - Sputnik საქართველო
გამოწერა
გთავაზობთ დღის ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის, რომელიც დაგეხმარებათ, სწორად დაგეგმოთ დღე და მიიღოთ საჭირო გადაწყვეტილებები

ეს ასტროლოგიური პროგნოზი ითვალისწინებს მთვარის ფაზებს, ციური სხეულების განლაგებას ზოდიაქოს ნიშნების მიმართ და ამ ნიშნებზე ზეგავლენას. ყოველდღიური ჰოროსკოპი დაგეხმარებათ სხვადასხვა ცხოვრებისეულ ვითარებაში სწორი პოზიციის შერჩევასა და სათანადო გადაწყვეტილების მიღებაში.

ვერძი

დღე წარმატებულად იწყება. მისი პირველი ნახევარი კარგი პერიოდია მნიშვნელოვანი საკითხების განსახილველად, ერთობლივი მოქმედებების შესაჯერებლად, პოტენციურ მოკავშირეებთან შესახვედრად. არ არის გამორიცხული ახალი ნაცნობობაც. კარგად ეწყობა ურთიერთობები ყველასთან. მოგვიანებით მოგიწევთ ბოლო დროს დაგროვებულ პრობლემებზე ყურადღების გადატანა. ეცადეთ, შეცდომები არ დაუშვათ, ამისთვის ყურადღება მიაქციეთ დეტალებს.

მთვარე - Sputnik საქართველო
როგორ დავგეგმოთ დეკემბრის პირველი დეკადა მთვარის კალენდრის მიხედვით

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

კურო

რთული დღეა ურთიერთობების თვალსაზრისით. საქმე მხოლოდ იმ ადამიანებთან გინდათ გქონდეთ, ვინც ყველაფერში გეთანხმებათ და მხარს გიჭერთ, მაგრამ ასეთები გვერდით ცოტანი არიან. ნებისმიერ უთანხმოებას მწვავე კამათი შეიძლება მოჰყვეს. ურთიერთობები რომ არ გაგიფუჭდეთ გარშემომყოფებთან, კარგი იქნება, თუ სხვისი სისუსტეების მიმართ უფრო მიმტევებელი იქნებით. მოასწარით მნიშვნელოვანი საქმეების გაკეთება, რადგან თანდათანობით პოზიტიური ტენდენციების გავლენა შემცირდება.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: საშუალოზე მაღალი

ტყუპი

ცუდი დღე ნამდვილად არ გელოდებათ. ხშირად აღწევთ დასახულ მიზნებს, თან, დიდი ძალისხმევის  გარეშე. შესაძლებელია უკეთესობისკენ შეიცვალოს ურთიერთობები, რომლებიც ბოლო დროს დაძაბულად ვითარდებოდა. აქ აჯობებს, თუ ინიციატივას გამოიჩენთ და პირველ ნაბიჯს გადადგამთ. თუ იცით, რომ ახლო წარსულში რაღაც შეცდომები დაუშვით, იჩქარეთ მათი გამოსწორება. მოსალოდნელია თანხის შემოსვლა. შეგიძლიათ ფულის დახარჯვა წვრილმან საყიდლებზე.

თბილისი - Sputnik საქართველო
რა გველოდება 2019 წლის დეკემბერში - თვის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

ფიზიკური მაჩვენებლები: დაბალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

კირჩხიბი

მნიშვნელოვანია, რომ თავი ხელში აიყვანოთ. საკმაოდ დაძაბული ემოციური ფონი იქნება და განწყობა ხშირ–ხშირად შეიძლება შეგეცვალოთ. ზოგიერთი თქვენგანი გაღიზიანებული იქნება და ნებისმიერ უსიამოვნო წვრილმანში მომავალ პრობლემებს დაინახავს. მხარდაჭერა გჭირდებათ. ეცადეთ, მეტი დრო გაატაროთ იმ ადამიანებთან, ვისაც თქვენი ესმის და რომლებიც მხარს გიჭერენ. მათი დახმარებით გადალახავთ პრობლემებს და საკუთარი თავის რწმენას შეინარჩუნებთ.

ფიზიკური მაჩვენებლები: საშუალოაზე მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: დაბალი

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

ლომი

დღე რთულად დაიწყება. ბევრი რამ არ წავა გეგმის მიხედვით. ხშირად მოგიწევთ რთულ მდგომარეობაში აღმოჩენილი ადამიანების დახმარება და ამის გამო საკუთარი საქმეების გადადება. შესაძლებელია კამათი გაუგებრობების გამო. თანდათანობით ვითარება უკეთესობისკენ შეიცვლება. დღის მეორე ნახევარი ახალ პერსპექტივებს გახსნის. მოსალოდნელია ვიზიტები, დაუგეგმავი შეხვედრები ადამიანებთან, რომლებიც მოგენატრათ.

თანხა ბანკომატიდან - Sputnik საქართველო
„უფულობის სენი" ზოდიაქოს ნიშნებში

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: საშუალო

ქალწული

გარშემომყოფებთან საერთო ენის პოვნა გიჭირთ. ის ადამიანებიც კი, ვისაც თქვენი უსიტყვოდ ესმოდა, ახლა ვერ ან არასწორად გიგებენ. ყოველთვის ვერ ახერხებთ პასუხების მიღებას მნიშვნელოვან კითხვებზე. უთანხმოებები კოლეგებთან სამუშაო ამოცანების დროულად გადაწყვეტაში გიშლით ხელს. შესაძლებელია ფინანსური დანაკარგები. უფრო დიდ წარმატებებს მიაღწევთ, თუ დამოუკიდებლად იმოქმედებთ.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

სასწორი

მრავალფეროვანი და საინტერესო დღეა. კარგი დროა ურთიერთობებისთვის. კარგად ჩაივლის როგორც საქმიანი, ისე პირადი შეხვედრები. მოსალოდნელია უჩვეულო წინადადებები თანამშრომლობაზე. მოფიქრების დრო ბევრი არ გექნებათ, მაგრამ გადაწყვეტილების მიღებაში ინტუიცია დაგეხმარებათ. დღის მეორე ნახევარში, სავარაუდოდ, კარგ სიახლეებს გაიგებთ. ზოგიერთი თქვენგანი შეცდომების გამოსწორებას შეძლებს. ამის შემდეგ ცხოვრებაში უფრო კაშკაშა ფერები შემოვა.

ყვავილები ზღვის სანაპიროზე - Sputnik საქართველო
ოცნებები ახდება: ზოდიაქოს რომელ ნიშნებს გაუმართლებს ყველაზე მეტად 2020 წელს

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

მორიელი

დღის დასაწყისში გარკვეული სირთულეები და გაუგებრობებია მოსალოდნელი. ამ დროს არასასურველია ახალი და განსაკუთრებით, რთული საქმეების დაწყება. გააკეთეთ ის, რაც მარტივი და გასაგებია. სხვისი დახმარების იმედი ნუ გექნებათ. თანდათანობით მოიმატებს პოზიტიური ტენდენციების გავლენა და დღის მეორე ნახევარი თქვენ წინაშე ახალ შესაძლებლობებს გახსნის. მოსალოდნელია უკეთესობისკენ ცვლილებები პირად ურთიერთობებში.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: საშუალო

ემოციური მაჩვენებლები: საშუალოზე დაბალი

მშვილდოსანი

კარგი დღე გელოდებათ. დაისახეთ რეალური  მიზნები და შედეგებით კმაყოფილი დარჩებით. შესაძლებელია საინტერესო სიახლეების გაგება, უჩვეულო წინადადებების  მიღება. ყველაფერს ნუ დაიჯერებთ, რასაც გარშემომყოფები ამბობენ. შესაძლოა, ვინმემ უნებლიეთ გადაუმოწმებელი ინფორმაცია გაავრცელოს, ვიღაცამ კი – სპეციალურად მოინდომოს თქვენი შეცდომაში შეყვანა. დღის მეორე ნახევარი კარგი პერიოდია შეხვედრებისთვის, მათ შორის, რომანტიკული.

ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო
მტრობა ზოდიაქოს ნიშნებს შორის – ყველაზე დაპირისპირებული ნიშნები

ფიზიკური მაჩვენებლები: დღის განმავლობაში შემცირდება

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

თხის რქა

ხელსაყრელი დღეა, რომელიც მიესადაგება როგორც დამოუკიდებლად მუშაობას, ისე თანამშრომლობის დაწყებას. ბევრთან ახერხებთ საერთო ენის გამონახვას. ახლა თქვენი იდეების მხარდაჭერისთვის და რეალიზებაში დახმარებისთვის ბევრია მზად. თანამშრომლობამ, შესაძლოა, მეგობრულ  ან რომანტიკულ ურთიერთობებს დაუდოს სათავე. შესაძლებელია მომგებიანი გარიგებების დადება, წარმატებულად რამის ყიდვა, თანხის მიღება. საღამოს კარგი სიახლეები გელოდებათ. კარგად ჩაივლის მგზავრობა.

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

მერწყული

დღე დაძაბული ემოციური ფონით გამოირჩევა. ბევრი რამ მიგაქვთ გულთან ახლოს, ხშირად ბრაზობთ წვრილმანების გამო, ხანდახან ისე ნერვიულობთ, რომ საქმეებზე ყურადღების კონცენტრირება გიჭირთ. ეცადეთ, მიმდინარე მოვლენებს უფრო მშვიდად შეხედოთ. ასე დაინახავთ, რომ დღეს, სირთულეების გარდა, შესაძლებლობებიც მოაქვს და ეს უნდა გამოიყენოთ. არ მოგერიდოთ დახმარების თხოვნა. მეგობრები და ძველი ნაცნობები სიამოვნებით და უანგაროდ ამოგიდგებიან მხარში.

ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო
რა ესაჭიროება ყველაზე მეტად ურთიერთობებში ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: დაბალი

თევზები

შესანიშნავი დღეა. გაჩნდება უამრავი იდეა, რომელთა განხორციელებასაც მალე მოახერხებთ. შესაძლებელია სასიამოვნო ნაცნობობა. ადვილად პოულობთ საერთო ენას სრულიად განსხვავებულ ადამიანებთან. არ არის გამორიცხული უჩვეულო რომანტიკული ურთიერთობების დაწყება. დღის მეორე ნახევარი ხელსაყრელი დროა შემოქმედებისთვის, სწავლისთვის, კვლევითი საქმიანობისთვის. გაჩნდება საინტერესო იდეები ბიზნესთან დაკავშირებით, რომელთა რეალიზება უფრო მოგვიანებით იქნება შესაძლებელი.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: დღის განმავლობაში შემცირდება

ყველა ახალი ამბავი
0