თბილისი, 1 დეკემბერი - Sputnik. ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ერთსართულიანი საცხოვრებელი სახლი მთლიანად დაიწვა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
შემთხვევა სოფელ ცაიშში გუშინ, გვიან ღამით მოხდა. ხანძრის დროს სახლში ოჯახის წევრები არ იმყოფებოდნენ და არავინ დაშავებულა.
ხანძრის ჩასაქრობად ადგილზე ორი სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობდა.
გავრცელებული ინფორმაციით, მოხერხდა ავეჯის მცირე ნაწილის გადარჩენა. ოჯახის ახლობლები და მეზობლები დაზარალებულებისთვის დახმარების გაწევას ითხოვენ.
ხანძრის გამომწვევი მიზეზები ამ დროისთვის უცნობია.