გარდაიცვალა საქართველოს დამსახურებული არტისტი ზაირა ლებანიძე

© photo : Rustaveli Theatre / FBდამსახურებული მსახიობი ზაირა ლებანიძე
დამსახურებული მსახიობი ზაირა ლებანიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბოლო 44 წლის განმავლობაში ზაირა ლებანიძე შოთა რუსთაველის სახელობის დრამატულ თეატრში მუშაობდა. ზაირა ლებანიძეს 29 ნოემბერს 84 წელი შეუსრულდა.

თბილისი, 1 დეკემბერი — Sputnik. 84 წლის ასაკში გარდაიცვალა ქართველი მსახიობი ზაირა (ზაზა) ლებანიძე, ამის შესახებ შოთა რუსთაველის სახელობის დრამატული თეატრის Facebook-გვერდზე იტყობინებიან.

„რუსთაველის თეატრი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს რუსთაველის თეატრის მსახიობის, საქართველოს დამსახურებული არტისტის, ქალბატონ ზაირა (ზაზა) ლებანიძის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს ოჯახს“, - ნათქვამია განცხადებაში.

ზაირა ლებანიძე სხვადასხვა წლებში იყო მსახიობი ლორთქიფანიძის სახელობის რუსთავის სახელმწიფო თეატრში, სოხუმის თეატრში, კოტე მარჯანიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო დრამატულ თეატრში. ბოლო 44 წლის განმავლობაში მუშაობდა შოთა რუსთაველის სახელობის დრამატულ თეატრში.

ზაირა ლებანიძემ ერთ-ერთი ბოლო როლი შეასრულა რეჟისორ გოჩა კაპანაძის სპექტაკლში „ბებერი ჯამბაზები“.

ზაირა ლებანიძეს 29 ნოემბერს 84 წელი შეუსრულდა.

ყველა ახალი ამბავი
0