თბილისი, 1 დეკემბერი - Sputnik. თბილისში, კახეთის გზატკეცილზე დეკემბერში კახეთის გზატკეცილზე გარე განათება სხვადასხვა მონაკვეთში პერიოდულად გაითიშება, ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მერიის ცნობით, გარე განათებები კახეთის გზატკეცილზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო გაითიშება.
კახეთის გზატკეცილზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, მიმდინარეობს გარე განათების ახალი ბოძებისა და სანათი მოწყობილობების მონტაჟი, გარე განათების საკაბელო საჰაერო ქსელის მიწისქვეშ განთავსება - ქსელის მოწყობა და არსებული ძველი ქსელისა და ბოძების დემონტაჟი.
სამუშაოებს „თბილსერვის ჯგუფი" ახორციელებს.