თბილისში ახალი კამერული თეატრი იხსნება

© photo : Tbilisi Chamber Theatre / FBთბილისის ახალი კამერული თეატრი
თბილისის ახალი კამერული თეატრი - Sputnik საქართველო
გამოწერა
თეატრის გახსნაზე, რომლის დარბაზი 60 ადამიანს იტევს, გაიმართება შექსპირის პიესის „ქარიშხალი" მიხედვით დადგმული სპექტაკლის პრემიერა

თბილისი, 1 დეკემბერი — Sputnik. თბილისში ხელოვნების მოყვარულთათვის საპრემიერო დადგმით იხსნება ახალი სივრცე - თბილისის ახალი კამერული თეატრი (Tbilisi Chamber Theatre).

თბილისის კამერული თეატრი - ახალი და უნიკალური თეატრალური სივრცეა, რომელიც დედაქალაქის ისტორიულ ნაწილში მდებარეობს. თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელია გიორგი აფხაზავა. უჩვეულო ადგილას - სარდაფში ახალი სივრცის შექმნის იდეა სწორედ მას მოუვიდა. სარდაფის შესაძენად და თეატრის წამოსაწყებად აფხაზავამ საკუთარი სახლი გაყიდა.

 კახა ბაკურაძის მოძრაობის თეატრი - Sputnik საქართველო
კახა ბაკურაძის თეატრი მინსკში წარადგენს უნიკალურ სპექტაკლს „ასტიგმატისტები“

აფხაზავა თავად იყო დაკავებული თეატრის შენობის მომზადებით, სადაც მან საკუთარი ხელით სრული რეკონსტრუქცია ჩაატარა. თეატრი სტუმრების მისაღებად სამი წლის განმავლობაში ემზადებოდა, ახლა დარბაზი 60-მდე მაყურებელს იტევს.

აფხაზავა, ახალგაზრდა ქართველ მსახიობებთან ერთად, მაყურებელს წარუდგენს ინგლისელი პოეტისა და დრამატურგის, უილიამ შექსპირის შემოქმედებიდან ერთ-ერთი ბოლო პიესის, „ქარიშხლის“ საპრემიერო დადგმას.

თეატრი კოტე აფხაზის ქუჩაზე, 4 ნომერში მდებარეობს. სპექტაკლი 20:00 საათზე დაიწყება. პროექტი თბილისის მერიის, კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით და ფონდ „არტ-ლაბის“ დახმარებით ხორციელდება.

2008 წლიდან დღემდე, გიორგი აფხაზავა ასწავლის შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში, აგრეთვე თბილისის სამხატვრო აკადემიაში. ასევე ის ასევე მუშაობდა ნოდარ დუმბაძის სახელობის ნორჩ მაყურებელთა თეატრში, სადაც მოღვაწეობდა როგორც რეჟისორი და მსახიობი.

ყველა ახალი ამბავი
0