ნანუკა ჟორჟოლიანი: „მე მაინც მგონია, რომ ორივე შვილი მამამისს გავუჩინე..“

© photo: Nanuka Zhorzholiani's Show / FBნანუკა ჟორჟოლიანი
ნანუკა ჟორჟოლიანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნანუკა ჟორჟოლიანი თავის ბავშვობას და ნაადრევ ქორწინებას იხსენებს. ამბობს, რომ მის ცხოვრებაში მთავარი შვილებია, საუბრობს მარიამსა და საბაზე.
ნანუკა ჟორჟოლიანი: „მე მაინც მგონია, რომ ორივე შვილი მამამისს გავუჩინე..“
„ბავშვობაში ვინმეზე ასე ამბობენ ხოლმე: ეს ისეთი დადგება ან ააშენებს ოჯახს ან დაანგრევსო, კარგია, რომ მე ავაშენე. ამ გადასახედიდან როცა ვუყურებ, ვხვდები, რომ ოჯახის შესაქმნელად ძალიან პატარა ვიყავი- 16 წლის. არ მგონია ეს დიდი სიყვარული იყო, რაღაცნაირი ასაკობრივი გრძნობა იყო. იმ დროს, 16 წლის ასაკში ყველას ძალიან მალე უყვარდებოდა. ამიტომ ჩვენ ან ვიპარებოდით, ან გვიტაცებდნენ. სხვა არაფერი იყოს საკეთებელი, იმიტომ ვთხოვდებოდით, რომ გავრთობილიყავით. ეს იყო ცხოვრებაში ყველაზე დიდი „ექშენი“. დიდი სიყვარული ჩემს ცხოვრებაში მერე მოვიდა.“- ამბობს ნანუკა ჟორჟოლიანი სატელევიზიო გადაცემაში. 

ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი გადაცემაში ამბობს: „ჩემს ყოფილ მეუღლეს, კოკას, მარიამის გარდა კიდევ სამი შვილი ჰყავს.  თუმცა მე მგონია, რომ ყველაზე მეტად მას ჰგავს მარიამი, რომელსაც ჩემი მხოლოდ ენერგეტიკა აქვს. მარიამისთვის პრიორიტეტული გლობალური საკითხებია, მეც ასე ვიყავი“. 

ყველა ახალი ამბავი
0