დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვის ფაქტზე ოთხი პირია დაკავებული

გამოწერა
სამართალდამცველების მიერ ამოღებული უაქციზო სიგარეტის საერთო საბაზრო ღირებულება 68 000 ლარს აღემატება.

თბილისი, 29 ნოემბერი — Sputnik. სამართალდამცველებმა ნოემბერში მარკირებას დაქვემდებარებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვის 11 ფაქტი გამოავლინეს, იუწყება ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური.

გამოვლენილი კონტრაბანდული საქონლის შენახვა-გადაზიდვის ფაქტებზე კი ოთხი ადამიანია დაკავებული.

დაკავება - Sputnik საქართველო
ოქროს კონტრაბანდა საქართველოში: დაკავებულია აზერაბაიჯანის მოქალაქე

თბილისში, სამეგრელოს, იმერეთის, აჭარისა და ქვემო ქართლის რეგიონებში დანაშაულში მხილებული პირებისგან ამოღებულია სარეალიზაციოდ განკუთვნილი სხვადასხვა დასახელების 17 300 კოლოფი უაქციზო სიგარეტი.

ამოღებული უაქციზო სიგარეტის საერთო საბაზრო ღირებულება 68 000 ლარს აღემატება.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 8 წლამდე ვადით.

ყველა ახალი ამბავი
0