მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

„მკვლელი ქალაქი“: NASA დედამიწაზე გიზის პირამიდის ზომის ასტეროიდის ჩამოვარდნას ელოდება

© photo : Pixabay / TBITАстероиды в космосе
Астероиды в космосе - Sputnik საქართველო
გამოწერა
თუ ასტეროიდი JF1 ჩვენს პლანეტას დაეჯახება, ეს იქნება 230 კილოტონის სიმძლავრის აფეთქების ეკვივალენტი; ანუ 15-ჯერ მეტი, ვიდრე 1945 წელს ჰიროსიმაზე ჩამოგდებული ბომბის სიმძლავრე.

 თბილისი, 29 ნოემბერი — Sputnik. 2022 წელს დედამიწას, შესაძლოა, გიზის პირამიდის ზომის ასტეროიდი დაეცეს, იუწყება technology Inquire აერონავტიკისა და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნულ სამმართველოზე (NASA) დაყრდნობით.  

ასტეროიდები და დედამიწა - Sputnik საქართველო
მეცნიერები ასტეროიდული აპოკალიფსის მოლოდინში: დასახელდა უსაფრთხო და საშიში ადგილები

NASA-ს მონაცემებით, შეჯახება, სავარაუდოდ, 2022 წლის 6 მაისს მოხდება და მიუხედავად იმისა, რომ დედამიწის ასტეროიდთან შეჯახების ალბათობა 1:3800 (ანუ 0,026%-ს) შეადგენს, ასეთი სცენარი სრულიად აპოკალიფსური იქნება.

კოსმოსური სივრცის მკვლევარების ვარაუდით, თუ ასტეროიდი JF1, რომელსაც სხვაგვარად „მკვლელ ქალაქსაც“ უწოდებენ, ჩვენს  პლანეტას დაეჯახება, ეს იქნება 230 კილოტონის სიმძლავრის აფეთქების ეკვივალენტი; ანუ 15-ჯერ მეტი, ვიდრე 1945 წელს ჰიროსიმაზე ჩამოგდებული ბომბის სიმძლავრე, რომელიც 15 კილოტონას შეადგენდა.

თუ ასტეროიდი ჩამოვარდება დასახლებული პუნქტიდან შორს, თუნდაც „წყნარი ოკეანის ყველაზე დაშორებულ წერტილში“, ეს  საკმარისი იქნება, რათა მან გამოიწვიოს დამანგრეველი ცუნამი და „ბირთვული ზამთარი“, — ნათქვამია მოხსენებაში.

მეცნიერთა შეფასებით, ასტეროიდის სიგანე 420 მეტრია, გარშემოწერილობა კი 130 მეტრი.

NASA-ს რეაქტიული ძრავების ლაბორატორია გამუდმებით ადევნებს თვალს ამ ასტეროიდს 2009 წლიდან, როცა ის იყო ღია. სპეციალური სისტემა აკონტროლებს ყველა იმ ციური სხეულის მოძრაობას, რომელთაც პოტენციურად შეუძლიათ უახლოესი 100 წლის განმავლობაში შეეჯახონ დედამიწას.

 

ყველა ახალი ამბავი
0