მრავალფეროვნება პარლამენტში: დამოუკიდებელი დეპუტატები ახალ ფრაქციას ქმნიან

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს პარლამენტის სხდომათა დარბაზი
საქართველოს პარლამენტის სხდომათა დარბაზი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ახალი ფრაქციის წევრთა ნაწილმა საპარლამენტო უმრავლესობა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების გამო დატოვა, ხოლო ნაწილმა – პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ კანონპროექტის ჩაგდების გამო.

თბილისი, 28 ნოემბერი – Sputnik. დამოუკიდებელი დეპუტატები გედევან ფოფხაძე, კობა ნარჩემაშვილი, ლევან გოგიჩაიშვილი, მარიამ ჯაში, ზვიად კვაჭანტირაძე და ლევან კობერიძე პარლამენტში ახალ ფრაქციას „დამოუკიდებელ დეპუტატებს“ ქმნიან, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“. 

დეპუტატები სხდომათა დარბაზში - Sputnik საქართველო
ოპოზიციონერმა დეპუტატებმა საპარლამენტო თანამდებობებზე უარი განაცხადეს

დამოუკიდებელი დეპუტატების საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარე მარიამ ჯაში იქნება. მათი განცხადებით, ფრაქცია იმ თემებზე იმუშავებს, რომლებიც მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანია.

„ფრაქცია არ იქნება მიკერძოებული, გადახრილი არც ერთი პოლიტიკური ჯგუფის მხარეს, რომელიც დღეს არსებობს პარლამენტში ან პარლამენტს გარეთ", – განაცხადა ლევან კობერიძემ.

კობერიძე ასევე იმედს გამოთქვამს, რომ ფრაქციას სხვა დამოუკიდებელი დეპუტატებიც შექმნიან, რათა საპარლამენტო საქმიანობა მრავალფეროვანი იყოს. 

ახალი ფრაქციის წევრთა ნაწილმა საპარლამენტო უმრავლესობა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების გამო დატოვა, ხოლო ნაწილმა – პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ კანონპროექტის ჩაგდების გამო.

პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, ფრაქციის შექმნის უფლება აქვს პარლამენტის არანაკლებ 6 წევრს.

 

ყველა ახალი ამბავი
0