მამა საბა (ჭიკაიძე): მარხვისას არ არის საჭირო ხორცი სოიოთი ჩაანაცვლო – ეს თავის მოტყუებაა

© photo: Father Saba Chikaidze / FBმამა საბა ჭიკაიძე
მამა საბა ჭიკაიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ვაკის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის მღვდელმსახური, დეკანოზი, მამა საბა (ჭიკაიძე) „Sputnik–საქართველოს“ მკითხველისთვის საუბრობს მარხვაზე, როგორც სულის გამაძლიერებელზე.
მამა საბა ჭიკაიძე: მარხვისას არ არის საჭირო ხორცი სოიოთი ჩაანაცვლო - ეს თავის მოტყუებაა
„სოიოს კატლეტი, სოიოს ყველი, სოიოს ხინკალი გარკვეულწილად სამარხვო პროდუქტია, მაგრამ საბოლოო ჯამში ეს თავის მოტყუებაა. თუ მარხულობ, არ არის საჭირო ჩანაცვლება. რაც ყველაზე მთავარია, მარხვას სულიერი საფუძველი უნდა ჰქონდეს. ხორციელი საკვებისგან იმიტომ ვიკავებთ თავს, რომ ვისწავლოთ ვნებებისგან თავშეკავება და სული გაძლიერდეს“, – აღნიშნა მამა საბამ.

დეკანოზის განმარტებით, როდესაც გემოთმოყვარეობისგან და ნაყროვანეობისგან შევიკავებთ თავს, თავშეკავებულობით დავთრგუნავთ სხვა ცოდვებსაც.

ყველა ახალი ამბავი
0