Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

სელინ დიონმა დემნა გვასალიას ლურჯი კაბა მოირგო – მომღერალი შესანიშნავ ფორმაშია – ფოტოები

გამოწერა
სელინ დიონი ცნობილია შოპინგისა და მოდის მიმართ სისუსტით. 51 წლის მომღერალი ხშირად ჩნდება საზოგადოებაში ქართველი დიზაინერის მიერ შექმნილი სამოსით.

თბილისი, 28 ნოემბერი — Sputnik. ცნობილმა მომღერალმა სელინ დიონმა მადლიერების დღის აღსანიშნავი პერფორმანსიდან ახალი ფოტოები გამოაქვეყნა. დიონს ქართველი დიზაინერის დემნა გვასალიას 2019 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციიდან ლურჯი კაბა აცვია.

სახელგანთქმული მომღერალი საზოგადოების წინაშე ბრენდ Vetements-ის სამოსით ივლისშიც წარდგა, რომლის დამაარსებელიც ქართველი დიზაინერი დემნა გვასალიაა. დიონმა შეიძინა მაისური წარწერით I love Paris Hilton. გასაკვირი არ არის, რომ სელინ დიონმა პარიზის მოდის კვირეულზე გამოსაჩენად სწორედ გვასალიას სამოსზე შეაჩერა ყურადღება. საქმე ისაა, რომ ამ სამოსის მთავარი აქსესუარი კაშკაშა ცისფერი გულსაკიდი „ოკეანის გულია“, რამაც ფილმ „ტიტანიკის“ ფანები ფრიად მოხიბლა.

მანამდე მომღერალმა Vetements-ის ჰუდიც შეიძინა „ტიტანიკისა“ და მისი მთავარი გმირების როუზისა და ჯეკის პრინტით. გარდა ამისა, სელინ დიონი მარტში ესტუმრა ბრენდ Balenciaga-ს მაღაზიას, რომლის კრეატიული დირექტორიც ასევე დემნა გვასალიაა, და რამდენიმე ხელი ტანსაცმელი შეიძინა.

პაპარაცებმა მომღერალს ფოტო სწორედ Balenciaga-ს სამოსისა და ფეხსაცმლის შერჩევის მომენტში გადაუღეს. დიონს განსაკუთრებით მოეწონა მდოგვისფერი პალტო და ასევე დაინტერესდა სპორტული ფეხსაცმლის კოლექციითაც. აღსანიშნავია, რომ სელინ დიონი ცნობილია შოპინგისა და მოდის მიმართ სისუსტით. 51 წლის მომღერალი ხშირად ჩნდება საზოგადოებაში ქართველი დიზაინერის მიერ შექმნილი სამოსით.

ყველა ახალი ამბავი
0