მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

გერმანიაში საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეები დააკავეს

© Pixabay / TechLineგერმანიის პოლიციის ავტომობილი
გერმანიის პოლიციის ავტომობილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
დაკავებულების კუთვნილი ავტომობილის ჩხრეკისას გერმანულმა პოლიციამ 100-მდე კოლოფი მოპარული სიგარეტი აღმოაჩინა

თბილისი, 27 ნოემბერი — Sputnik. საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეები გერმანიის ქალაქ ვარენდორფში მაღაზიაში ქურდობისთვის დააკავეს, იუწყება InfoRustavi ადგილობრივ მასმედიაზე დაყრდნობით.

პოლიცია ბარსელონაში - Sputnik საქართველო
ბარსელონაში ქურდობის ბრალდებით საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს - ვიდეო

გამოძიების ინფორმაციით 25 წლის ქართველმა მამაკაცმა უკრაინელი ქალის დახმარებით მაღაზიიდან სიგარეტი მოიპარა.

უკრაინის მოქალაქე მაღაზიის თანამშრომლებმა ადგილზევე დააკავეს და პოლიციას გადასცეს, ხოლო, რაც შეეხება ქართველ მამაკაცს, იგი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, თუმცა სამართალდამცველებმა დამნაშავე ცხელ კვალზე დააკავეს.

დაკავებულების კუთვნილი ავტომობილის ჩხრეკისას პოლიციამ თითქმის ასი კოლოფი მოპარული სიგარეტი აღმოაჩინა.

ყველა ახალი ამბავი
0