ცაგერში პოლიციელებმა ერთმანეთი დახოცეს

© Sputnik / Alexander Imedashviliსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
წინასწარი ინფორმაციით, პოლიციელებმა ერთმანეთში იჩხუბეს, ხოლო შემდეგ კი ერთმანეთი ცეცხლსასროლი იარაღით სასიკვდილოდ დაჭრეს

თბილისი, 26 ნოემბერი - Sputnik. პოლიციის ორი თანამშრომელი დაიღუპა  ცაგერში მომხდარი ინცინდენტის შედეგად, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

წინასწარი ინფორმაციით, პოლიციელები სოფელ ლაჯანაში მდებარე იუსტიციის სახლის საზოგადოებრივ ცენტრს იცავდნენ, მათ შორის ჩხუბი მოხდა, რის შემდეგაც ცეცხლსასროლი იარაღიდან ერთმანეთს ესროლეს. დაპირისპირების შედეგად გარდაცვლილია ორი პოლიციელი და დაჭრილია კიდევ ერთი ადამიანი.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ყველა ახალი ამბავი
0