თბილისი, 27 ნოემბერი – Sputnik. წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი მძიმედ დაშავდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
შემთხვევა სოფელ მუჟავის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ავტომობილი შეშით იყო დატვირთული. მგზავრი ადგილზე დაიღუპა, მძღოლი ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს. დაშავებულს გამოკვლევები უტარდება.
დაღუპული და დაშავებული წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიას მკვიდრნი არიან.