მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

აშშ–ში დაასახელეს ფილმი, რომელსაც 2020 წელს „ოსკარის“ აღების ყველაზე მეტი შანსი აქვს

© photo: TheIrishman Film / FBმარტინ სკორსეზეს ფილმი „ირლანდიელი“
მარტინ სკორსეზეს ფილმი „ირლანდიელი“ - Sputnik საქართველო
გამოწერა
ვებგვერდ Gold Derby–ის ანალიტიკოსებმა გამოთვალეს, „ოსკარის“ მიღების როგორი შესაძლებლობები აქვთ წლევანდელ ფილმებს, რეჟისორებსა და მსახიობებს

თბილისი, 27 ნოემბერი – Sputnik. აშშ–ში დასახელდა ფილმი, რომელსაც 2020 წელს „ოსკარის“ მიღების ყველაზე მეტი შანსი აქვს – ეს არის მარტინ სკორსეზეს კრიმინალური დრამა „ირლანდიელი“.

ვებგვერდ Gold Derby–ის ანალიტიკოსებმა გამოთვალეს, „ოსკარის“ მიღების როგორი შესაძლებლობები აქვთ წლევანდელ ფილმებს, რეჟისორებსა და მსახიობებს. იგი ადგენს პროგნოზებს გართობის სფეროში.

კინოკამერა - Sputnik საქართველო
ქართული კინოს მორიგი გამარჯვება – „შინდისის" რეჟისორი ჰოლივუდში დააჯილდოეს

ექსპერტების აზრით, ყველაზე მეტი შანსი „წლის საუკეთესო ფილმის“ ნომინაციაში აქვს „ირლანდიელს“, რომელიც 27 ნოემბერს „ნეტფლიქსზე“ (Netflix) გამოდის. ფილმი გადაღებულია სტივენ ზაილიანის სცენარის მიხედვით, რომელიც ეფუძნება ჩარლზ ბრანდტის რომანს „გავიგე, სახლებს ღებავ“. მთავარ როლებს ფილმში ასრულებენ რობერტ დე ნირო, ალ პაჩინო და ჯო პეში.

რეიტინგში მეორე ადგილზეა კვენტინ ტარანტინოს ფილმი „ერთხელ... ჰოლივუდში“. მესამე ადგილზე, ექსპერტების აზრით, არის „ქორწინების ისტორია“, რომელშიც მთავარ როლებს ასრულებენ სკარლეტ იოჰანსონი და ადამ დრაივერი.

საინტერესოა, რომ ტოდ ფილიპსის „ჯოკერი“ სიაში მეათე ადგილზეა.

„საუკეთესო რეჟისორის“ ნომინაციაში, ანალიტიკოსების აზრით, შეიძლება გაიმარჯვოს მარტინ სკორსეზემ. ოდნავ ნაკლები შანსი აქვს კვენტინ ტარანტინოს და პონ ჯუნ ხოს, რომელმაც წელს წარადგინა დრამა „პარაზიტები“.

ქართული ფილმი  „ოსკარზე“: კინოცენტრი მსახიობების ამერიკაში გამგზავრებას დააფინანსებს >>

„ქალის საუკეთესო როლის“ შემსრულებელთა ჩამონათვალში ლიდერობენ რენე ზელვეგერი („ჯუდი“), სკარლეტ იოჰანსონი და შარლიზ თერონი („სკანდალი“), ხოლო კატეგორიაში „მამაკაცის საუკეთესო როლი“ „ოსკარის“ ლაურეატი, დიდი ალბათობით, შეიძლება გახდნენ ხოაკინ ფენიქსი, ადამ დრაივერი და რობერტ დენირო.

ამერიკული კინოაკადემია 24 კატეგორიის ნომინანტებს 2020 წლის 13 იანვარს გამოაცხადებს. „ოსკარით“ დაჯილდოების ცერემონია 9 თებერვალს გაიმართება.

ყველა ახალი ამბავი
0