თბილისის მერია მეტროს 40 ახალ ვაგონს უახლოეს მომავალში შეიძენს

© photo: Sputnikმეტროს მატარებლის ვაგონი
მეტროს მატარებლის ვაგონი - Sputnik საქართველო
გამოწერა
როგორც კალაძემ მანამდე აღნიშნა, ვაგონები დაახლოებით 60 მლნ დოლარი ჯდება და ისინი სამი წლის განმავლობაში უნდა იყოს მოწოდებული

თბილისი, 27 ნოემბერი — Sputnik. თბილისის მერია სატრანსპორტო რეფორმის ფარგლებში მეტროპოლიტენისთვის 40 ახალ ვაგონს უახლოეს მომავალში შეიძენს, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.

თბილისის მეტროში სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო: რა შეიცვლება>>

დედაქალაქის მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი თბილისის მეტროს ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაა. 2018-2019 წლებში ამ მიზნით ბიუჯეტიდან 100 მლნ ლარზე მეტი გამოიყო. იგეგმება 2020 წლის ივლისამდე ძალოვანი კაბელებისა და ვენტილაციის სისტემების მთლიანად შეცვლა, რაც მეტროპოლიტენის გახსნის დღიდან, 1966 წლიდან არ მომხდარა.

„ორი წელია, რაც თბილის მერიაში ვართ მოსული და დედაქალაქის სატრანსპორტო სისტემისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოსაწერიგებლად ჩვენ გადავდგით მნიშვნელოვანი ნაბიჯები. საზოგადოებას წარვუდგინეთ ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკა და შემდეგ დავიწყეთ თვითონ ამ პროექტების განხორციელება. მეტროს ვაგონების მოდერნიზაცია, ახალი ვაგონების დამატება, არსებულების რეაბილიტაცია, განახლება", - განაცხადა კალაძემ.

მერის თქმით, უახლოეს მომავალში გამოცხადდება შესყიდვა ახალ, ევროპული ტიპის 40 ვაგონზე.

თბილისის მეტრო - Sputnik საქართველო
„ლილო მოლის“ ტერიტორიაზე მეტროს სადგურის მშენებლობა იგეგმება

როგორც კალაძემ მანამდე აღნიშნა, ვაგონები დაახლოებით 60 მლნ დოლარი ჯდება და ისინი სამი წლის განმავლობაში უნდა იყოს მოწოდებული.

2019 წლის დასაწყისში მეტროს ოთხი შემადგენლობა განახლდა, წლის ბოლომდე კი კიდევ რვა განახლდება, რაც, ქალაქის მერიის აზრით, 2,5 წუთამდე შეამცირებს ინტერვალს მატარებლებს შორის.

მასშტაბური სარემონტო სამუშაოები თბილისის მეტროში არსებული გაუმართაობის გამო დაიგეგმა. 2018 წელს თბილისის მეტროში 305 დაზიანება დაფიქსირდა, 2019 წელს – 100. ამასთან, 30% შემთხვევებში აუცილებელი გახდა მგზავრების ევაკუაცია.

დღეისათვის თბილისის მეტროპოლიტენი 23 სადგურს ითვლის, რომლებიც ორ ხაზზე – ახმეტელი–ვარკეთილისა და საბურთალოს ხაზებზეა განაწილებული. მეტროს საერთო სიგრძე 57 კილომეტრია, მათგან პირველი ხაზი – 40 კმ, მეორე კი 17 კმ-ია.

ყველა ახალი ამბავი
0