ჟურნალისტი ვახო სანაია შვილს ელოდება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას და ფოტოს მისი მეუღლე სოციალურ ქსელში აქვეყნებს.
თუ ფოტოთი ვიმსჯელებთ, ჟურნალისტი ბიჭის მამა უნდა გახდეს. „ოღონდ სახელს ვერ ვურჩევთ“, – წერს ჟურნალისტის მეუღლე.
რამდენიმე კვირის წინ ცნობილი გახდა, რომ ვახო სანაიამ მესამედ იქორწინა. ტელეწამყვანის რჩეული სტომატოლოგი თამარ ყურაშვილია, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაცია „სიდას” ყოფილ აღმასრულებელ დირექტორს ზვიად დევდარიანს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებდა. ვახო სანაიას პირველი ქორწინებიდან ორი გოგონა ჰყავს, მეორე ქორწინებიდან კი ერთი.
ჟურნალისტის ქორწინებასთან დაკავშირებით ინფორმაცია მისმა მეორე ცოლმა, ჟურნალისტმა ნათია გაბუნიამ გაასაჯაროვა. ნათია გაბუნია ყოფილ მეუღლეს აკრიტიკებს და ამბობს, რომ მისთვის სამწუხარო ინფორმაცია იყო, როცა გაიგო, რომ ოთხწლიანი ურთიერთობის შემდეგ ქმარმა ქალთა სოლიდარობისთვის „ხმალამოღებულ მებრძოლთან“ მალულად იქორწინა და ეს მან „ინბოქსში“ ჩაგდებული ფოტოთი გაიგო.