თბილისი, 26 ნოემბერი - Sputnik. თბილისში მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
შემთხვევა კრწანისში, ხახანაშვილის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე დღეს საღამოს მოხდა.
დაჭრილი კლინიკაშია გადაყვანილი და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე - განზრახ მკვლელობის მცდელობისა და 236-ე - იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლებით მიმდინარეობს.