კალაძე: თემა დახურულია, 2020 წლისთვის შენარჩუნდება შერეული საარჩევნო სისტემა
„საპარლამენტო უმრავლესობაში არსებული განწყობების გათვალისწინებით, რაიმე ახალი, საკონსტიტუციო ცვლილების გარშემო 113 ხმის მობილიზების რესურსი დღეის მდგომარეობით არ არსებობს. შესაბამისად, თემა დახურულია, 2020 წლისთვის შენარჩუნდება შერეული საარჩევნო სისტემა“, – განაცხადა კახა კალაძემ.
„ოცნების“ გენმდივნის განცხადებით, აღნიშნული სისტემა დემოკრატიულ პრინციპებს სრულად შეესაბამება.