ვაშაძე: ქურდებთან კი არ გვაქვს „სხადნიაკი“, რომ სიტყვაზე შევთანხმდეთ, კანონი გვინდა!

© Sputnik / Alexander Imedashviliგიორგი ვაშაძე
გიორგი ვაშაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
პარტია „ახალი საქართველოს“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე კახა კალაძის განცხადებას ეხმიანება, რომ „ქართული ოცნება“ არ დააყენებს მაჟორიტარობის კანდიდატებს იმ ოლქებში, სადაც, „ნაცმოძრაობისა“ და მისი დანამატების გარდა, დანარჩენ ოპოზიციას ექნება გამარჯვების რეალური შანსი.
ვაშაძე: ქურდებთან კი არ გვაქვს „სხადნიაკი“, რომ სიტყვაზე შევთანხმდეთ, კანონი გვინდა
„ეს არის ცინიზმი, დაცინვა. როგორც ჩანს, კომოს ტბამ კალაძის ხასიათზე იმოქმედა. რაღაც სისულელეებს როშავს, რომ დაუთმობს ვიღაცას მაჟორიტარულ ოლქებს. აქ ქურდებთან კი არ გვაქვს „სხადნიაკი“, რომ სიტყვაზე შევთანხმდეთ, ჩვენ კანონი და სამართლიანობა გვინდა, პროპორციული წარმომადგენლობა გვინდა“, – ამბობს გიორგი ვაშაძე.

როგორც ვაშაძემ აღნიშნა, გულმოწყალება კალაძემ თავისთვის უნდა შეინახოს.

 

ყველა ახალი ამბავი
0