„საქართველოსა და ბელარუსის ცის ქვეშ“ - მინსკში ფერწერული გამოფენა გაიხსნა

© photo : Tbilisi City Hall / FB „ქართული სახლი“ მინსკში
„ქართული სახლი“ მინსკში - Sputnik საქართველო
გამოწერა
გამოფენაზე, რომელიც საქართველო-ბელარუსს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავს ეძღვნება, ქართველი და ბელარუსი მხატვრების ნამუშევრებია წარმოდგენილი

თბილისი, 24 ნოემბერი - Sputnik. ბელარუსის დედაქალაქში ფერწერული გამოფენა სახელწოდებით - „საქართველოსა და ბელარუსის ცის ქვეშ“ გაიხსნა, ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ბელარუსის დედაქალაქში „ქართული სახლი“ გაიხსნა - Sputnik საქართველო
ბელარუსის დედაქალაქში „ქართული სახლი“ გაიხსნა

გამოფენა ბელარუსში საქართველოს საელჩოსა და მინსკის სამხატვრო გალერეის - „კულტურის უნივერსიტეტი“ ორგანიზებით გაიხსნა.

გამოფენა საქართველო-ბელარუსს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავს ეძღვნება. მასზე წარმოდგენილია ქართველი და ბელარუსი მხატვრების მიერ სხვადასხვა ჟანრის, ტექნიკისა და ფორმების გამოყენებით შექმნილი ფერწერული ტილოები.

ღონისძიებაზე დამსწრე სიტყვით მიმართა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ვალერი კვარაცხელიამ სიტყვით მიმართა. მან ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებსა და მისი განვითარების სწრაფ დინამიკაზე ისაუბრა.

„კულტურის უნივერსიტეტის“ გალერეა ექსპოზიციას მიმდინარე წლის 8 დეკემბრამდე უმასპინძლებს.

საქართველომ და ბელარუსმა დიპლომატიური ურთიერთობა 1994 წელს დაამყარეს. ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა აქტიურად განვითარდა 2015 წლის შემდეგ, როდესაც ლუკაშენკო პირველად ეწვია თბილისს ოფიციალური ვიზიტით.

მინსკში „თბილისობა“ იმართება: დღესასწაული ქართულ−ბელარუსული ხასიათით >>

ქვეყნებს შორის უვიზო რეჟიმი მოქმედებს. თბილისსა და მინსკს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლაა. საქართველოს საელჩო მინსკში 2008 წლიდან ფუნქციონირებს. 2016 წლის დეკემბერში კი გაიხსნა ბელარუსის საელჩო თბილისში. პირველ ელჩად მიხეილ მიატლიკოვი დაინიშნა.

ბელარუსულ პროდუქციაზე საქართველოში დიდი მოთხოვნაა. თბილისი წლიდან წლამდე ზრდის ბელარუსში საქონლის ექსპორტს. 2018 წელს საქართველომ ბელარუსში 28 მილიონი დოლარის ღირებულების საქონელი გაიტანა, ბელარუსიდან იმპორტმა კი 58 მილიონი დოლარი შეადგინა.

ყველა ახალი ამბავი
0