ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა

© Sputnik / STRINGERსასწრაფო დახმარების ბრიგადა ქუთაისში
სასწრაფო დახმარების ბრიგადა ქუთაისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ერთ-ერთი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა,  მოცურდა და გაჩერებულ ავტომობილებს შეეჯახა. დამტვრეულია სამი ავტომობილი

თბილისი, 24 ნოემბერი - Sputnik. ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ოთხი კი დაშავდა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

საცობი ორთაჭალაში - Sputnik საქართველო
საგზაო მოძრაობის წესების რამდენი დამრღვევი დარჩა მართვის მოწმობის გარეშე - სტატისტიკა

შემთხვევა ქუთაისში, ზვიად  გამსახურდიას ქუჩაზე დღეს მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, მოცურდა და გაჩერებულ ავტომობილებს შეეჯახა. დამტვრეულია სამი ავტომობილი.

დაშავებულები სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმის განცხადებით,  დაშავებულები ახალგაზრდები არიან. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის მძიმეა.

ადგილზე მობილიზებულები იყვნენ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადები და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.

მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის  276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

 

ყველა ახალი ამბავი
0