ქართველმა ძიუდოისტმა იაპონიაში მიმდინარე ტურნირზე ოქროს მედალი აიღო

© photo: Sputnikბექა ღვინიაშვილი
ბექა ღვინიაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ღვინიაშვილის მედალი იაპონიაში საქართველოს ნაკრებისთვის ერთადერთი აღმოჩნდა - დანარჩენი სამი ძიუდოისტი ბრძოლას ადრეულ სტადიაზე გამოეთიშა

თბილისი, 24 ნოემბერი - Sputnik. 24 წლის ქართველმა ძიუდოისტმა ბექა ღვინიაშვილმა (-90 კგ) იაპონიის ქალაქ ოსაკაში „დიდი სლემის“ სერიის პრესტიჟულ დასკვნით ტურნირზე ოქროს მედალი მოიპოვა.

ფინალურ ორთაბრძოლაში ღვინიაშვილმა სძლია უზბეკ სპორტსმენ დავლატ ბობონოვს. ფინალამდე ბექამ არ დაუტოვა არცერთი შანსი ჩინელ სპორტსმენ ჰებილიგე ბუს, მოქმედ ოლიმპიურ ჩემპიონს, იაპონელს მასიუ ბეიკერს, ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორს, აზერბაიჯანელ მამედალი მეჰდიევს და იაპონელ კენტ ნაგასავას.

სამწუხაროდ, ბექას ოქრო საქართველოს ნაკრებისთვის იაპონიაში მიმდინარე ტურნირზე ერთადერთი იყო. ლაშა შავდათუაშვილი, ავთანდილ ჭრიკიშვილი და ვარლამ ლიპარტელიანი ტურნირს საწყის ეტაპზე გამოეთიშნენ.

ტურნირი ოსაკაში დღეს, 24 ნოემბერს დასრულდება.

ყველა ახალი ამბავი
0