თბილისი, 24 ნოემბერი - Sputnik. უნგრულმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია „ვიზეარმა“ (Wizz Air) ქუთაისის აეროპორტიდან იტალიის ქალაქ ბოლონიის მიმართულებით პირდაპირი რეგულარული ავიამიმოსვლა დაიწყო, ნათქვამია ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
რეისის პირველ მგზავრებს აეროპორტში ტრადიციულად სიმბოლური საჩუქრები დაურიგდათ.
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ბოლონიიდან პირდაპირ რეგულარულ ავიარეისებს ირლანდიური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია „რაინეარიც“ (Ryanair) ასრულებს.
ბოლონიის მიმართულებით რეისებს Wizz air-ი კვირაში ორჯერ შეასრულებს.
ევროპის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი და წამყვანი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია „ვიზეარი“ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან, 2020 წლიდან კიდევ ორ ახალ მიმართულებას, ნიცას და კიოლნს ამატებს.