Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

ნინი ნებიერიძეს და თემურ უგულავას ულამაზესი შვილები ჰყავთ - ფოტოები

© courtesy of Nini Nebieridzeნინი ნებიერიძე
ნინი ნებიერიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნინი ნებიერიძე ცოტა ხნის წინ 24 წლის გახდა. ის ბიზნესმენ თემურ უგულავაზეა დაქორწინებული, რომელიც მასზე 29 წლით უფროსია

მოდელ ნინი ნებიერიძისა და ბიზნესმენ თემურ უგულავას რომანზე მათი ურთიერთობის დაწყების დღიდან ბევრს ჭორაობდნენ ქალაქში. საუბარი იყო მათ შორის დიდ ასაკობრივ სხვაობაზე, რომ მოდელი ბიზნესმენს ცოლობაზე ანგარების გამო დათანხმდა და ა. შ. როგორც ჩანს, სიყვარული ნამდვილი აღმოჩნდა და ძლიერი. იმდენად, რომ წყვილს უკვე ორი ულამაზესი შვილი ჰყავს.

ცნობილი ქართველი მოდელი ნინი ნებიერიძე და მასზე 29 წლით უფროსი, მილიონერი თემურ უგულავა უკვე 5 წელია ქორწინებაში არიან. წყვილს მეორე შვილი დაახლოებით 1 წლის წინ შეეძინა და უცნაური სახელი - ტოკიო დაარქვეს.

მოდელი მილიონერის მესამე ცოლია. მანამდე უგულავა ქორწინებაში იყო ჯერ თეო ფერაძესთან და მასთან ორი შვილი ჰყავს, შემდეგ კი - ბაია დავითაიასთან. ნინი ნებიერიძე სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს პატარების ფოტოებს. მეგობრები კომენტარებში აღნიშნავენ, რომ ტოკიო ულამაზესი ბავშვია.

19 წლის ნინი ნებიერიძისა და 48 წლის ბიზნესმენ, მილიონერ თემურ უგულავას ქორწინებასთან დაკავშირებით საზოგადოებამ ნინის „ფეისბუქის“ გვერდიდან შეიტყო. ფოტო წარწერით „გავთხოვდი“ მოდელმა თავად გაავრცელა.

ცოტა ხნის წინ ნინი სოციალურ ქსელში ახალი იმიჯის გამო გააკრიტიკეს. მიუხედავად იმისა, რომ, როგორც ჩანს, მოდელს სულაც არ აღელვებს, რას იფიქრებენ მასზე, კრიტიკის ავტორს პასუხი მაინც გასცა.

ყველა ახალი ამბავი
0