ლევან გიგინეიშვილი: მარტო ჩვეულება საკმარისი არ არის იმისთვის, რომ შენში ბოროტება შეაჩერო

© photo: Eleonora Kvilitaia / FBლევან გიგინეიშვილი
ლევან გიგინეიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ლევან გიგინეიშვილი საუბრობს ადამიანის მიერ ჩადენილ ქმედებებზე, რომელთაგანაც უმრავლესობა მხოლოდ ჩვევაშია გადასული და ამა თუ იმ ნაბიჯის გადადგმა შეგნებით არ ხდება ხოლმე.

 

ლევან გიგინეიშვილი: მარტო ჩვეულება საკმარისი არ არის იმისთვის, რომ შენში ბოროტება შეაჩერო
„პლატონს დაწერილი აქვს „ერის მითი“, რომლის არსი ასეთია: ერი გარდაიცვლება და მერე ისევ გაცოცხლდება. მერე ყვება მის სულს იქ რა ბედი ეწია. ზოგის სული ჩამოქვეითდა და ისინი ფუტკრები გახდნენ. პლატონი ამაზე  ირონიით ამბობს: ესენი იმიტომ ჩამოქვეითდნენ და გახდნენ სხვა არსებები, რომ მათთან სიკეთის კეთება ჩვეულების მიხედვით ხდებოდა და არა ცოდნის მიხედვითო. ჩვეულება თუკი ფილოსოფიასთან წილნაყარი არ არის -მაშინ ის მხოლოდ შეგაჩერებს და იმის გარანტია არ იქნება, რომ არ შეილახება. ადამიანს აქვს ასეთი პოზიციაა: მარტო მე რატომ უნდა ვაკეთო ის, რასაც სხვები არ აკეთებენ. მაგალითად მაინცდამაინც მე რატომ უნდა ვიარო ხაზზე თუკი სხვები არ დადიან? დასაფიქრებელია: ამას მხოლოდ ჩვეულებით ვაკეთებდი თუ შეგნებით? თუკი მე შევიგნებ, რომ ასე ან ისე ადამიანი იმიტომ არ აკეთებს, რომ ეს უპატივცემულობაა, მაშინ მსგავს საქციელს მე არსად ჩავიდენ, რადგან ჩემი ეს ნაბიჯი უკვე ცოდნაზეა დაფუძნებული“-ამბობს ლევან გიგინეიშვილი სატელევიზიო გადაცემაში.

ფილოსოფოსი ლევან გიგინეიშვილი ამბობს: „შეიძლება ერთი ადამიანი თავისი ქმედებით და პირადი მაგალითით საკმაოდ ძლიერი იყოს, რადგან ეს ნაბიჯი ცოდნაზე აქვს აგებული და არა ჩვევაზე. ცოდნა და ფასეულობის რეალურად შეყვარება იმის გარანტიაა, რომ შენ მდგრადად იდგები შენს პოზიციაზე და არა მარტო ჩვევით“.

ყველა ახალი ამბავი
0