ვინ გაიმარჯვებს „საბავშვო ევროვიზია-2019“-ში: პროგნოზები და კონკურსის ფავორიტები

© photo: Sputnik / Alexey Vitvitskiy / გადასვლა მედიაბანკში„საბავშვო ევროვიზია-2019“-ის რეპეტიცია
„საბავშვო ევროვიზია-2019“-ის რეპეტიცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
რა იქნება გადამწყვეტი ნორჩი შემსრულებლების გამარჯვებაში - ვოკალი, სცენიური იუმორი თუ არტისტული ქარიზმა - ამას სულ მალე შევიტყობთ

თბილისი, 23 სექტემბერი – Sputnik. „საბავშვო ევროვიზია-2019“-ის ფინალამდე, რომელიც კვირას, 24 ნოემბერს პოლონეთის ქალაქ გლივიცაში გაიმართება, სულ ცოტა დრო რჩება. დროა კონკურსის ფავორიტებზე ვისაუბროთ.

წელს შოუში, რომლის სლოგანია Share the joy! („გაიზიარე სიხარული“), 19 ქვეყნის პატარა არტისტი გამარჯვებისთვის იბრძოლებს.

საქართველო

წელს საქართველოს წარმოადგენს 13 წლის გიორგი როსტიაშვილი სიმღერით „გვინდა გვიყვარდეს" (We need love). პატარა, მაგრამ ნიჭიერი კახელი ბიჭი კონკურსის ერთ-ერთ ფავორიტად მიიჩნევა. ევროვიზიის სცენაზე გიორგი მეექვსე ნომრად წარდგება.

რუსეთი

არანაკლებ შესაძლებელია ფინალში რუსული დუეტის - ტატიანა მეჟენცევას და დენბერელ ოორჟაკის გამარჯვება. იგორ კრუტოის ვოკალური სტუდიის მოსწავლეები შეასრულებენ სიმღერას A Time for Us („დრო ჩენთვის“). დენბერელ ოორჟაკი - შოუ „ტი სუპერის“ სუპერსეზონის გამარჯვებულია და 9 წლის ტანია მეჟენცევა მესამე ნომრად წარდგებიან.

ყაზახეთი

მომდევნო ფავორიტი - ყაზახეთის წარმომადგენელი, 12 წლის ერჟან მაქსიმია. მაყურებლებს თავი შეაყვარა „გოლოს. დეტი“-ს მეექვსე სეზონში. „ევროვიზიაზე“ მაქსიმი ასრულებს სიმღერას მშობლიურ ენაზე Armanyńnan Qalma. ბიჭის ვიდეოს Youtube-ზე უკვე 150 ათასზე მეტი ნახვა აქვს.

სომხეთი

მომღერალი სომხეთიდან, 13 წლის კარინა იგნატიანი - საერთაშორისო კონკურსებისა და პროექტების მრავალგზის მონაწილე და ლაურეატია. გამოვა მე-15 ნომრად. გოგონა შეასრულებს სიმღერას Colours Of Your Dream („შენო ოცნების ფერები“).

სერბეთი

11 წლის დარია ვრაჩევიჩმა ბელგრადიდან გლივიცაში ჩაიტანა სიმღერა იმის შესახებ, რომ დროა უფროსი თაობა ჭკუას მოეგოს და პლანეტის მომავალზე დაფიქრდეს. დარია მუსიკალურ სკოლაში ფორტეპიანოს კლასით სწავლობს, მონაწილეობა აქვს მიღებული სერბეთსა და უცხოეთში გამართულ რამდენიმე მუსიკალურ და ცეკვის ფესტივალში.

პოლონეთი

და, რა თქმა უნდა, კონკურსის უპირობო ლიდერი - მასპინძელი ქვეყნის წარმომადგენელი ვიკი გაბორი. 12 წლის კონკურსანტი ასრულებს სიმღერას Superhero. ნორჩი მომღერლის ვიდეომ უკვე 300 ათასი ნახვა და გამამხნევებელი კომენტარი დააგროვა.

ონლაინ-კენჭისყრა პარასკევს დაიწყო. კენჭისყრა შეჩერდება 24 ნოემბერს, პირდაპირი ტრანსლაციის წინ და განახლდება 15 წუთში მას შემდეგ, რაც ყველა მონაწილე თავისი მუსიკალური ნომრის შესრულებას დაასრულებს.

საქართველოში „საბავშვო ევროვიზიის“ ფინალს ტრადიციულად პირველი არხი გააშუქებს.

ყველა ახალი ამბავი
0