ქართული კენკრა აშშ-ში გაიყიდება - ქარელის შემნახველი საწარმო პროდუქციის ექსპორტს იწყებს

© Pixabay / Free-Photosმოცვი
მოცვი - Sputnik საქართველო
გამოწერა
წელს პირველად, კომპანიამ 100 ტონა სხვადასხვა სახის კენკროვანი ხილის ექსპორტი აშშ-ში განახორციელა; მომავალ წელს რაოდენობის სამჯერ გაზრდა იგეგმება.

თბილისი, 23 სექტემბერი – Sputnik. ქარელის მუნიციპალიტეტის ხილ-ბოსტნეულის შემნახველი საწარმო პროდუქციას აშშ-ში გაიტანს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ლოკოკინა - Sputnik საქართველო
ხობში ლოკოკინების ფერმა გაიხსნა

წელს პირველად, კომპანიამ 100 ტონა სხვადასხვა სახის კენკროვანი ხილის ექსპორტი აშშ-ში განახორციელა, მომავალ წელს რაოდენობის სამჯერ გაზრდა იგეგმება.

ხილის შემნახველი საწარმო სოფელ ქვენატკოცაში 2018 წლიდან მოქმედებს.

თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი სამაცივრო მეურნეობა შპს „გლენბერი“ სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში შეიქმნა. საწარმოში ჯამში 5 მლნ ლარამდე ინვესტიცია განხორციელდა, აქედან 600 ათასი ლარი სახელმწიფო გრანტია, ხოლო დანარჩენი თანხა ბენეფიციარის ინვესტიციაა.

სამაცივრო კომპლექსში წელიწადში 1,2 ათასი ტონა სხვადასხვა ხილ-ბოსტნეულის შენახვაა შესაძლებელი. გარდა ამისა, სამაცივრო კომპლექსს გადამმუშავებელი ინფრასტრუქტურა გააჩნია, სადაც, უნიკალური შოკური გაყინვის მეთოდის გამოყენებით, 24 საათში 10 ტონა ხილ-ბოსტნეულის გადამუშავებაა შესაძლებელი. სამაცივრო კომპლექსში მუდმივად 60 ადამიანია დასაქმებული, სეზონურად კი - 140-მდე. კომპანიაში დანერგილია სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტი – ISO 22000.

კომპანია მზად არის პირველადი პროდუქცია ადგილობრივი ფერმერებისგან ჩაიბაროს და წარმოება გაზარდოს.

წიწილები ფერმაზე - Sputnik საქართველო
გარდაბანში თანამედროვე სტანდარტების მეფრინველეობის ფერმა გაიხსნა

„სახელმწიფოს მხრიდან აგრარული დარგის მხარდასაჭერად არაერთი პროექტი ხორციელდება. სოფლის მეურნეობაში განხორციელებული ინვესტიციის ხელშესახები შედეგების მიღებას გარკვეული დრო სჭირდება. შპს „გლენბერი“ მრავალ წარმატებულ ბენეფიციარს შორის ერთ-ერთია, რომელმაც სახელმწიფოს მხარდაჭერით თანამედროვე სტანდარტების საწარმო შექმნა და დღეს უკვე ქართული პროდუქციის ექსპორტს აშშ-ში ახორციელებს“, – განაცხადა სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილე გიორგი ჯიბლაძემ.

სახელმწიფოს დახმარებით, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში, უკვე 200-ზე მეტი ახალი საწარმო დაფინანსდა.

„ერთიან აგროპროექტს“ სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო ახორციელებს.  პროექტი  გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე და მისი მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობაში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას.

ყველა ახალი ამბავი
0