ნონა გაფრინდაშვილი კვლავ მსოფლიო ჩემპიონი გახდა

© photo: Sputnik / Saakov / გადასვლა მედიაბანკშიმოსფლიო ჩემპიონი ჭადრაკში ნონა გაფრინდაშვილი
მოსფლიო ჩემპიონი ჭადრაკში ნონა გაფრინდაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
დაუჯერებელია, მაგრამ ასეა: დიდოსტატმა ნონა გაფრინდაშვილმა ვეტერანებს შორის მსოფლიო ჩემპიონატი მეშვიდედ მოიგო

თბილისი, 23 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილი სენიორებს შორის პირველობაზე ქალთა შორის კვლავ მსოფლიო ჩემპიონი გახდა. პირველობა რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში 12 ნოემბერს დაიწყო.

ვეტერანი მოჭადრაკეები ერთმანეთს უპირისპირდებოდნენ ორ ასაკობრივ კატეგორიაში: +50 და +65. ტურნირში მსოფლიოს 58 ქვეყნის 366 მოჭადრაკე ასპარეზობდა. გაფრინდაშვილმა შესანიშნავი შედეგი - 8,5 ქულა აჩვენა.

Гроссмейстер Нона Гаприндашвили - Sputnik საქართველო
ნონა გაფრინდაშვილი მილოცვებს იღებს: ლეგენდარული დიდოსტატი 78 წლისაა

როგორც ცნობილია, ნონა გაფრინდაშვილმა სენიორებს შორის მსოფლიო ჩემპიონატი მეშვიდედ მოიგო. ამ ტიტულის მფლობელი ქართველი დიდოსტატი 1995, 2009, 2014-2016 და 2018 წლებში გახდა.

ნონა გაფრინდაშვილი - მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონია (1962 - 1978 წწ.). იგი იყო პირველი საერთაშორისო დიდოსტატი ქალთა შორის და პირველი ქალი, რომელსაც მამაკაცთა შორის საერთაშორისო დიდოსტატის წოდება მიენიჭა. 1982 წელს გახდა „საჭადრაკო ოსკარის“ პირველი მფლობელი.

ნონა გაფრინდაშვილი 78 წლისაა. ჭადრაკის თამაში მან ხუთი წლის ასაკიდან დაიწყო. 12 წლიდან თბილისის პიონერთა სასახლეში გამოცდილი მწვრთნელის ხელმძღვანელობით ვარჯიშობდა. 15 წლისა გახდა თბილისისა და საქართველოს ჩემპიონი.

სენიორებს შორის მსოფლიო ჩემპიონატი ჭადრაკში 24 ნოემბერს დასრულდება.

ყველა ახალი ამბავი
0